https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/issue/feed დიპლომატია და სამართალი 2023-12-27T21:09:56+04:00 Open Journal Systems https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7377 სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის მეთოდოლოგია 2023-12-18T10:26:28+04:00 თამარ გარდაფხაძე bibliography@sciencelib.ge
სახელმწიფოსა და სამართლის თეორია მნიშვნელოვანი და აქტუალური მიმართულებაა სამართლის ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რომელიც აუცილებელია ცოდნის სხვა იურიდიული დარგების წარმატებით შესწავლისა და მომავალი პრაქტიკული მუშაობისთვის.
სახელმწიფოსა და სამართლის თეორია კონცენტრირებს ყველაზე ღრმა და ზოგად ცოდნას სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ: მათი არსის და მიზნის, მათი გაჩენის, ფუნქციონირებისა და განვითარების ნიმუშების შესახებ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და სამართლის თეორია თამაშობს სახელმძღვანელო - მეთოდოლოგიურ როლს და წამყვანი ადგილი უჭირავს იურიდიული მეცნიერების სისტემაში, არის მთელი იურისპრუდენციისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველი, მათი ზოგადი თეორიული ცენტრი.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7378 ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი 1929 წლის ვარშავისა და 1999 წლის მონრეალის კონვენციების მიხედვით 2023-12-18T11:08:32+04:00 დავით გეფერიძე bibliography@sciencelib.ge გიორგი ჯანიაშვილი bibliography@sciencelib.ge
დღეს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებაა. საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რიცხვმა 2019 წლის მონაცემებით 4.56 მილიარდი შეადგინა.1 მართალია, კორონავირუსით
გამოწვეული პანდემიის შედეგად ეს მაჩვენებელი 2020 წელს 1.8 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა 2021-2022 წლებში შეიმჩნევა კვლავ ზრდის ტენდენცია. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO - ს) მონაცემების მიხედვით, 2021 წელთან
შედარებით, 2022 წელს 47%-ით მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი ავიაკომპანიების მიერ და მოსალოდნელია აღნიშნული ზრდის შენარჩუნება მომავალ წლებშიც.2 საჰაერო ტრანსპორტის როლისა და გამოყენების ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, ხშირია ავიაკომპანიების მხრიდან სხვადასხვა დარღვევის შემთხვევები. მაგალითისთვის, შესაძლოა იყოს ბარგის დაკარგვა, ფრენის დაგვიანება, მგზავრის დაზიანება და ა. შ. ასეთ დროს წამოიჭრება ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საიდან გამომდინარეობს ავიაგადამზიდველის ეს პასუხისმგებლობა. აღსა ნიშ ნავია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების დადგომისას, ავიაკომპანია წარმოადგენს ე.წ. „ძლიერ მხარეს“, რადგან მას გააჩნია მძლავრი რესურსები, ხოლო ხშირ შემთხვევაში მგზავრებმა, რომელთაც ზიანი მიადგათ, არც კი იციან, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები. ამდენად, ძალთა თანაფარდობა რომ იყოს დაცული, საჭირო გახდა ისეთი მარეგულირებელი ნორმების არსებობა, რომლებიც განსაზღვრავდა ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის საფუძვლებს და დაავალდებულებდა მათ აენაზღაურებინათ მგზავრთათვის მიყენებული ზიანი. ავიაკომპანიების პასუხისმებლობასთან დაკავშირებით, ნაშრომში განხილული იქნება 2 ძირითადი კონვენცია: 1929 წლის კონვენცია „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“, რომელსაც, როგორც წესი, მოიხსენიებენ როგორც ვარშავის კონვენციას; ხოლო მეორე გახლავთ 1999 კონვენცია ასევე „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“, რომელიც მონრეალის კონვენციის სახელით არის ცნობილი.
მოცემული ნაშრომის მიზანია, პირველ რიგში, მოკლედ მიმოიხილოს და განსაზღვროს, რას გულისხმობს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, ასევე დაახასიათოს პასუხისმგებლობის მნიშვნელობა საჰერო სამართალში, განსაზღვროს, თუ როგორ არის პასუხისმგებლობის საკითხი დარეგულირებული ვარშავისა და მონრეალის კონვენციების მიხედვით და, ასევე, შემოგვთავაზოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკული ქეისების ანალიზი.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7380 მოხმარების სტილი და მომხმარებლის ქცევის სტრატეგიები 2023-12-18T12:36:27+04:00 მანანა ნანიტაშვილი bibliography@sciencelib.ge
ეკონომიკურ ლტერატურაში, მიუხედავად კვლევის მაღალი ინტერესისა, დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი მომხმარებლის ქცევის სტრატეგიები, რომლებიც ასახავს სამომხმარებლო ქცევის ძირითად დონეს და განსაზღვრავს მომხმარებელთა
უპირატესობებსა და არჩევანს.
ეკონომიკურ ლიტერატურაში ასევე აქტიური დაინტერესებისა და კვლევის საგანს წარმოადგენს სამომხმარებლო გადაწყვეტილების მიღების სტილი, რომელიც ასახავს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის სტრატეგიულ დონეს და მომხმარებელთა ქცევას. მეცნიერების მიერ შემუშავებული იქნა მოხმარების სტილის კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც ადაპტირებულია ბევრ ქვეყანაში. გამოვლენილი იქნა გადაწყვეტილების მიღების სტილის კულტურული სპეციფიკურობა და მისი მახასია თებლები.
ჩვენს ქვეყანაში მომხმარებლების ქცევის სტრატეგიის განსაზღვრა მოითხოვს მოხმარების სტილის მეთოდოლოგიის ადაპტირებასა და შესაბამისი კვლევის ჩატარებას ქართულ ნიმუშზე.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7382 რისკების მართვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობა ინოვაციურ მენეჯმენტში 2023-12-18T12:47:24+04:00 ასმათ შამუგია bibliography@sciencelib.ge
გლობალიზაციის პირობებში თანამედროვე საბაზრო ურთიერთობები ახალ გამოწვევებს სთავაზობენ კომპანიებს, რომელთანაც ადაპტირება არც ისე მარტივია. ახალმა ურთიერთობებმა ინოვაციური წესები, ეფექტიანი ფუნქციონირების ახალი შესაძლებლობები დააწესა; მათთან გამკლავებაც, ცხადია, ხელმძღვანელების/მენეჯერების მხრიდან სულ უფრო მეტ დროს, ენერგიას, შესაძლებლობებს, თეორიულ და პრაქტიკულ უნარებსა და სხვა დამატებით რესურსს საჭიროებს.
წინამდებარე სტატია წარმოდგენილია თეორიული და ემპირიული კვლევის საფუძვლებზე დაყრდნობით. გამოყენებულია ანალიზის, სინთეზის, განზოგადებისა და აბსტრაქციის მეთოდები, ინდუქცია, დედუქცია და სხვ. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული და უცხოელი მეცნიერების შესაბამისი პრობლემების მკვლევრების შრომები, სტატიები, აგრეთვე რისკების მართვის შესახებ სხვადასხვა სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის ნაშრომები, ყოველწლიური სპეციალური ჟურნალებისა და ბეჭდვითი მედიის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი მასალები, პუბლიკაციები, ინტერნეტ რესურსები, სადაც ასახულია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი და შეფასება.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ავტორის მიერ შესწავლილი ინოვაციური კომპეტენციების გააანალიზება. სტატიაში განხილულია რისკების მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ეფექტიანობა. კვლევის მეთოდოლოგიურ ბაზად აღებულია: რისკების მართვისადმი სისტემური მიდგომა, ფინანსური მენეჯერებისათვის გადაწყვეტილების მიღების თეორიები; ინოვაციური მენეჯმენტის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების მართვის პრინციპები; რისკის საფუძვლებისა და შეფასების სტრატეგიის შერჩევის თეორია; ფინანსური რისკების მართვის კრიტერიუმები; რისკის ღირებულებითი ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგია.
ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე დასავლური პროგრამები ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებისას რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებას, რის საილუსტრაციოდ იყენებს შემდეგ მეთოდებს: გავლენის დიაგრამები, გადაწყვეტილებათა ვარიანტები, სტატისტიკური მონაცემები და ალბათური გაანგარიშებები, დისკონტირება [გაბიძაშვილი ბ., 2010: 182-183]. ყოველივე ამას საჭიროა უაღრესად დიდი ყურადღება მიექცეს გადაწყვეტილების ძიების ანალიზის პროცესში.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7384 ლიზინგის როლი საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაში 2023-12-18T13:19:56+04:00 გულნარა იმედაშვილი bibliography@sciencelib.ge დავით გეფერიძე bibliography@sciencelib.ge
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ წლებში სალიზინგო ოპერაციები მრავალი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამასთან, ლიზინგის მოცულობის მატების ტემპები მნიშვნელოვნად აჭარბებს
მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებაში კერძო კაპიტალდაბანდებათა მატების ტემპებს. ლიზინგი ფართოდ გამოიყენება, როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გასაღების დროს.
ლიზინგის სწრაფი განვითარება დასავლეთში დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ამერიკულმა კომპანია „ბელ”-მა დაიწყო თავისი სატელეფონო აპარატების იჯარით გაცემა, რამაც კავშირგაბმულობის მომსახურების სწრაფ განვითარებას დაუდო საფუძველი. ნახევარი საუკუნის შემდეგ ჰენრი ფორდმა იჯარა გამოიყენა ავტომობილების წარმოების გაფართოებისათვის.
50-იან წლებში აშშ-ში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ დასავლეთ ევროპაში აქტიურად დაიწყეს ლიზინგით წარმოების საშუალებების გადაცემა, რამაც საიჯარო ურთიერთობებში ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია. საკმაოდ რთულია გადაჭრით იმის თქმა, არსებობს თუ არა ისეთი ქვეყანა, სადაც ლიზინგი ხელშეკრულების სახეს არ წარმოადგენს. იგი, როგორც სამართლებრივი კატეგორია განსხვავებული სახით არის ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა, ერთი რამ ცხადია, განსხვავება ვლინდება ტერმინოლოგიურ და შინაარსობრივ ფორმაში, ხოლო, როგორც ეკონომიკური და სამართლებრივი კატეგორია აქტიურად იკავებს ადგილს მსოფლიოს დიდი თუ მცირე ბიზნესის განვითარებაში.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7386 ტურიზმის ინოვაციური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში 2023-12-18T13:45:58+04:00 ნინო მაზიაშვილი bibliography@sciencelib.ge
საქართველოში ტურიზმის განვითარების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა, ის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და შემოსავლების ზრდის წყაროა. ბოლო წლებში, რადგან ქვეყნაში იყო შესაბამისი გეოგრაფიულ-ბუნებრივი–ისტორიულ-კულტურული ტრადიციები,
დაიწყო ტურიზმის ახალი სახეობების განვითარება. აქ მატერიალური კულტურის 1 200-ზე მეტი ძეგლია ეს ქვეყანას მოუტანს დიდ შერბილების მექანიზმს, ეკონომიკურ მოგებას.ქვეყანაში ვითარდება ტურიზმის სხვა ინოვაციური სახეებიც. კერძოდ: გასტრონომიული
ანუ კულინარიული ტურიზმი. სრულიად ახალი სახეობაა იგი საქართველოში და მისით დაინტერესებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველგან წავლენ თავიანთი გასტრონომიული ინტერესების გასაფართოვებლად. ასეთივე მნიშვნელოვანია
აგროტურიზმი - ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. იგი ქმნის ტურისტულ პროდუქტს სასოფლო ადგილებში, ბუნებრივი, კულტურულ-ისტორიული და სხვა რესურსების გამოყენებით. კიდევ ეკოტურიზმი, რომელიც ველურ ბუნებასთან ურთიერთობაა. ტურიზმის ეს სახეობა ხელს უწყობს ბუნების მოვლას იგი არის შერბილების მექნიზმი, დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდისთვის. საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 15-20% ეკოტურიზმს განეკუთვნება. ეკოტურიზმისა და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვა უნდა იყოს ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა. ეკოტურიზმს ოთხი მთავარი ქვაკუთხედი გააჩნია: განვითარების მდგრადობა, ეკონომიკური სარგებლიანობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ადგილობრივი კულტურის ინტეგრაცია, საგანმანათლებლო კომპონენტი.
ასეთივე დიდი პოპულარობით სარგებლობს სათამაშო ბიზნესი. საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში. აზარტის მოყვარულ ტურისტებს საქართველო სთავაზობს კაზინოების ფართო არჩევანს. საქართველოში ასევე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის გამოფენებისა და კონფერენციების ჩატარებას. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, სატრანზიტო ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის, უნიკალური შანსია ქვეყანაში MICE ინდუსტრიის - საერთაშორისო სიმპოზიუმების,
კონგრესების, კონფერენციების და საქმიანი შეხვედრების განვითარებისათვის. მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური კლიმატი, ულამაზესი ბუნება, საშუალებას იძლევა საქმიანი მოგზაურობებისას ბიზნესისა და დასვენების შერწყმისათვის.
ამრიგად, უნდა გააქტიურდეს მუშაობა საერთაშორისო ტურიზმის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ქვეყნის ცალკეულ რეგიონში სტანდარტების დაცვით მოხდეს ტურიზმის განვითარება, რადგან გეოპოლიტიკური მდებარეობითა და არსებული ბუნებრივი,
ისტორიული თუ კულტურული რესურსებით ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა. „ევრაზიის ხიდისა“ და „აბრეშუმის დიდი გზის“ სივრცე ტურიზმის განვითარების ბრწყინვალე პერსპექტივას სახავს. საქართველოში არსებული ტურიზმის ინოვაციური პოტენციალის მონაცემთა შეფასების სტატისიკა, ძველ მონაცემთა ბაზებზეა დაყრდნობილი. აგრეთვე, არ არსებობს რეალურად ქვეყანაში ტურიზმის პოტენციალის რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მაჩვენებლების ზუსტი მონაცემები, რის გამოც ვერ
ვახერხებთ სხვადასხვა ტიპის ინოვაციების გაანალიზება – შეფასებას. თუმცა უცხოელი ექსპერტების აზრით, საქართველოს მხოლოდ მოზიდვა კი არა პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობა გააჩნია. ამისათვის საჭიროა: 1.ქვეყანაში სამეცნიერო კვლევა–
განვითარების სამუშაოების განხორციელება, შესაბამის მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა და მათი ოპტიმალური გამოყენება, რადგან შევძლოთ ინოვაციური პოტენციალის ზრდა, რომ კეძო და საჯარო სექტორმა ურთიერთთანამშრომლობით შეძლონ ინოვაციური
ტურისტული პოტეციალის სრულყოფილად ათვისება.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7387 ინოვაცია ტურიზმში, მისი როლი ტურისტული პროდუქტის კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში 2023-12-18T14:19:15+04:00 მანანა ალადაშვილი bibliography@sciencelib.ge ინეზა ვაწაძე bibliography@sciencelib.ge
ტურიზმის მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, თანამედროვე ტურისტი მაქსიმალურად გათვითცნობიერებულია ტურისტული პროდუქტის შერჩევაში. ამიტომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ტურისტული პროდუქტის ფორმირებისას ინოვაციური
ტურისტული რესურსების შერჩევას. აქედან გამომდინარე, მიმდინარე ნაშრომი მიზნად ისახავს შეისწავლოს ინოვაციის როლი, როგორც ინსტრუმენტი ტურისტული პროდუქტის კონკურენტული უპირატესობის მხარდასაჭერად. ნაშრომში განხილულია ტურისტული რესურსების ფორმირების დროს ინოვაციური მეთოდების უპირატესობა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ინოვაცია არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის კონკურენტული უპირატესობის გაზრდა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის კონკურენტულ პოზიციაზე. შესაბამისად, ინოვაციური და კრეატიული ტურისტული პროდუქტებისა და აქტივობების შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული სექტორის პოპულარიზაციას და მისი დადებითი ზემოქმედების გაზრდას.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7388 ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციის კონტექსტში 2023-12-19T10:25:34+04:00 მარიამ კუტალაძე bibliography@sciencelib.ge
საერთაშორისო სავაჭრო ბაზრის ინტენსიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებელთა მხრიდან, იზრდება მოთხოვნა პროდუქტის ხარისხის კონტროლის ამაღლებაზე. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, მაღალკონკურენტულ გარემოში
გაიზარდა პროდუქტების ფალსიფიკაციის შემთხვევების რაოდენობაც, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ მომხმარებელთა ნდობის შემცირება. ამ გლობალური პროცესების კვალდაკვალ, საჭირო ხდება ისეთი მექანიზმების შემუშავება,
რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნდობის მოპოვებასა და ბაზარზე არსებული პროდუქტების ხარისხის კონტროლს. არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური იარაღი პროდუქტის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვაა.
გეოგრაფიული აღნიშვნა განსაზღვრავს პროდუქტის წარმოშობის ადგილს, ხარისხს, რეპუტაციას, მისი წარმოშობის ადგილისათვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ პირობებს, ადამიანის ფაქტორს და ა.შ. გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ზუსტად იცის პროდუქტის მახასიათებლები. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვის უპირატესობის გამოვლენა ღვინოსთან მიმართებით. ღვინო წარმოადგენს ისეთ პროდუქტს, რომლის ხარისხსაც, ყველაზე მეტად, სწორედ რომ წარმოშობის ადგილი განაპირობებს, როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, ნაშრომი მიზნად ისახავს გეოგრაფიული აღნიშვნის, როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული იარაღის, განხილვას ღვინის მაგალითზე.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7389 ხელოვნური ინტელექტი და პერსონიფიცირებული სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2023-12-19T10:40:08+04:00 სოფიო მორალიშვილი bibliography@sciencelib.ge
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტუალური გახდა ჩვენს ცხოვრებაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა სამყარო უკვე მე-5 ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში აქტუალურად შევიდა, ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკურ ლიტერატურაში და ფართოდ გამოიყენება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე განათლებაში. ტექნოლოგიის უსაზღვრო შესაძლებლობებმა და გამოყენების საშიშროებამ მსოფლიოს დღის წესრიგში დააყენა წესების შემუშავების აუცილებლებობა. ევროკავშირმა 2023 წლის 14 ივნისს მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი, რომელიც არეგულირებს მის გამოყენებას. ევროსაბჭომაც
გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტის ადგილს განათლებაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონმდებლობის ჭრილში.
განათლებაზე ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა უსაზღვრო, შეცვლილია განათლების პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სწავლა/სწავლების გზები და მეთოდები, მართვის სისტემები. საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ადამიანები მასშტაბურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, დროული მონაცემების ფლობას და მათ სწრაფად დამუშავებას, კვლევების წარმართვას, სწავლების ინკლუზიური პროცესის განხორციელებას.
ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება პერსონალიზებული სწავლის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოსწავლეს აყენებს განათლების სისტემის ცენტრში. პერსონალიზებული სწავლება გულისხმობს დიფერენციაციის (სხვადასხვა მოსწავლის სწავლის პრეფერენციებზე მორგებული სწავლების) და ინდივიდუალიზაციის (სხვადასხვა მოსწავლის სწავლის საჭიროებების შესაბამისად სწავლების) საგანმანათლებლო კონცეფციების გაფართოებას, რათა დაუკავშირდეს მოსწავლის ინტერესებს და გამოცდილებას, ასევე, დააკმაყოფილოს თითოეული მოსწავლის საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები კურიკულუმის და სასწავლო აქტივობების
ინდივიდუალურად მორგების გზით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს მრავალი საფრთხე მოაქვს. ერთი ხმოვანი ბრძანებით შესაძლებელია სისტემას ამოვახსნევინოთ მათემატიკური ამოცანა, მივიღოთ პასუხი რთულ სამეცნიერო კითხვაზე, დავაწერინოთ სტატია, ისტორია, ესე, შევასრულებინოთ თარგმანი და ა.შ.. რთულად დასადგენია სტუდენტის ეთიკურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
სტატიაში წარმოდგენილია კვლევა, რომელიც 2023 წლის მაისი-ივლისში ჩატარდა საქართველოს რამდენიმე კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და მისი მიზანი იყო მიგვეღო სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები: იცნობენ და იყენებენ თუ არა ხელოვნურ ინტელექტეტს სტუდენტები სწავლის პროცესში. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ სტუდენტთა დიდი უმრავლესობისათვის ნაცნობია ხელოვნური ინტელექტი და აქტიურადაც იყენებენ სწავლის პროცესში.
კვლევის შედეგად წარმოდგენილი მონაცემები ცალსახად მიუთითებს, რომ სტუდენტების მნიშვნელოვანი უმრავლესობა, რომელიც აღემატება 89%-ს, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი დადებით გავლენას ახდენს პერსონალიზებულ სწავლაზე. მკვეთრად საპირისპიროდ, გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით 8% გამოთქვამს აზრს, რომ ხელოვნური ინტელექტის არ არის პირდაპირ კავშირში პერსონალიზებულ სწავლებასთან. პერსპექტივების ეს მკვეთრი განსხვავება ხაზს უსვამს უმრავლესობის კონსენსუსს, რომ ხელოვნურ ინტელექტს დადებითი გავლენა აქვს სტუდენტზე მორგებულ საგანმანათლებლო პროცეზებზე. აშკარაა შესამჩნევი
უპირატესობა, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასთან პერსონალიზებულ სასწავლო გარემოში.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7390 დამოუკიდებელი მედიის თავისებურებანი 2023-12-19T10:56:51+04:00 ივანე სეხნიაშვილი bibliography@sciencelib.ge
არის თუ არა, ან არსებობს თუ არა, ან ფუნქციონირებს თუ არა მედია დამოუკიდებლად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულად გვეჩვენება, მიუხედავად სხვადასხვა ტელევიზიაში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა. დამოუკიდებელი მედია, ჩვენი
აზრით, არ არსებობს და შევეცდებით ავხსნათ თუ რატომ არ შეიძლება ან ვერ ახერხებს მედია დამოუკიდებლად არსებობას.
მსოფლიოში სოციალური ქსელების განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდაობიექტური და არა მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციის მნიშვნელობა, რადგან სწორედ აქ, ამ „სივრცეში“ ვრცელდება და, ჩვენდა სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირადაც ისე თი დამაჯერებელი ფეიკ ნიუსები, რომ დაინტერესებული პირი ძალიან ადვილად ტყუვდება. თუმცა დღეს უკვე შესაძლებელია და თან ძალიან ადვილად ფეიკ ნიუსის გადამოწმება, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორც ტელევიზიები, ასევე რადიო.
ჩვენი აზრით, ვერც ერთი მედია და მათ შორის „დამოუკიდებელი“ ტელევიზია ვერ იქნება თავისუფალი, რადგან მას ჰყავს მეპატრონე, სპონსორი, დამფინანსებელი და ა.შ. ესეიგი შენ, როგორც დაქირავებულმა, ამ შემთხვევაში ტელევიზიამ და თან „დამოუკიდებელმა“,
უნდა გაატარო მისი ან მათი პოლიტიკა. ეს კი უკვე აღარ არის თავისუფლება, ან თუნდაც დამოუკიდებლობა. დამფუძნებლების ფულზე დამოკიდებულ ტელევიზიებს კი სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. თუ მავანმა ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას.
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023 https://diplomacyandlaw.openjournals.ge/index.php/diplomacyandlaw/article/view/7398 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ნამკურნალევი, ღვიძლის მაღალი ფიბროზის მქონე პაციენტების შორეული გამოსავალი 2023-12-19T14:44:21+04:00 მარიამ მგელაძე bibliography@sciencelib.ge
2023-12-19T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2023