ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით

Main Article Content

ავთანდილ ხაზალია
ანა ყაბანაშვილი

ანოტაცია

ოჯ­ახ­ში ძა­ლა­დო­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ალ­ურ და სენ­სი­ტი­ურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის. იგი გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და არ გა­აჩ­ნია სო­ცი­ალ­უ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი საზ­ღვრე­ბი. მი­უხ­ედ­ავ­ად მი­სი გავრ­ცე­ლე­ბი­სა, ძა­ლა­დო­ბა ოჯ­ახ­ში ხში­რად ფა­რუ­ლია და მსხვერ­პლნი დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სირ­ცხვი­ლი­სა და ში­შის გა­მო. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მა­თი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უს­აფრ­თხო­ებ­ის დაც­ვას. სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც ად­ამ­ი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­რანტს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი აკ­ის­რია ამ პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­მოფ­ხვრის პრო­ცეს­ში.


 ნაშ­რო­მის ან­ალ­იზ­მა ცხად­ყო, რომ ოჯ­ახ­ში და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა არ არ­ის მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­რი პრობ­ლე­მა – ის წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თლებ­რივ და სო­ცი­ალ­უ­რი პო­ლი­ტი­კის გა­მოწ­ვე­ვას. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო მო­იც­ავს ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის, მსხვერ­პლის დაც­ვი­სა და რე­აგ­ირ­ებ­ის მე­ქა­ნიზ­მებს, პრაქ­ტი­კა­ში ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი ხში­რად არ ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს ეფ­ექ­ტი­ან­ად. მი­ზე­ზე­ბად სა­ხელ­დე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სი­სუს­ტე, რე­სურ­სე­ბის დე­ფი­ცი­ტი და სა­ზო­გა­დო­ებ­ის მი­ერ ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მის არ­ას­ათ­ან­ა­დო აღ­ქმა.


 სა­ომ­ა­რი კონ­ტექს­ტე­ბის (აფ­ხა­ზე­თის ომი, უკ­რა­ი­ნა) ან­ალ­ი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ სექ­სუ­ალ­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ხში­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და სის­ტე­მუ­რია და გა­მო­იყ­ენ­ე­ბა, რო­გორც ომ­ის იარ­ა­ღი. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­ულ­ე­ბი, მი­უხ­ედ­ავ­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა, რაც არ­ღვევს მსხვერ­პლთა უფ­ლე­ბებს და ამ­ცი­რებს სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბის ხა­რისხს.


 კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეფ­ექ­ტუ­რი რე­ალ­იზ­აც­ი­ის­თვის სა­ჭი­რო ხდე­ბა სის­ტე­მუ­რი პრე­ვენ­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს გა­ნათ­ლე­ბას, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უნ­არ­ებ­ის გაძ­ლი­ერ­ებ­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბას. ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის მი­მართ მკა­ფიო რე­აგ­ირ­ე­ბა და უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვებ­ზე სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­გორც ში­და, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

საკვანძო სიტყვები:
ოჯახი, ძალადობა, მსხვერპლი, დაცვა, დაუსჯელობა, კანონმდებლობა
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება