ავტორთა გზამკვლევი
სამეცნიერო ნაშრომის მიღების წინაპირობები და გაფორმების წესი
ნაშრომის მიღების წინაპირობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი მქონე პირი და/ან დოქტორანტი (დოქტორანტის შემთხვევაში საჭიროა ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, მასზედ რომ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით შეიძლება დაიბეჭდოს).
სტატიების ენა
ქართული და ინგლისური ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
ნაშრომის წარმოდგენის წესი
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით;
სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ენაზე, ხოლო ნაშრომის ავტორის ვინაობა, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები და ბიბლიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
• ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უსდ, პროგრამა/სპეციალობა;
• აბსტრაქტი, რომელიც მოიცავს მოკლე ინფორმაციას სტატიის შინაარსის შესახებ;
• შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას;
• ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსა და შუალედურ შედეგებს;
• დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს დასკვნებს, მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
• ბიბლიოგრაფიას გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.
სტატიის მოცულობა: მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20 გვერდი;
სტატიის და აბსტრაქტის გაფორმების წესი:
ენა: წერითი ნაშრომები შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
რედაქტორის პარამეტრები: Word Windows-ისთვის;
ფურცლის ფორმატი - A4;
ველი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2სმ.
შრიფტი - Sylfaen ქართული ტექსტებისთვის და Times New Roman ინგლისური ტექსტებისთვის;
სტილი: Normal და შრიფტი 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
გვერდების რაოდენობა - 5-10;
აბსტრაქტი: ინგლისურ და ქართულ ენაზე სათაური [Bold; Sylfaen 12];
მომხსენებელი*/თანაავტორები {მაგ: გიორგი მაისაშვილი1*, ნინო მაისურაძე2,}
ფონტი “Sylfaen 11”
დაწესებულება/ორგანიზაცია/უსდ - {მაგ: 1XXX უნივერსიტეტი, საქართველო; 2YYY ორგანიზაცია, ესპანეთი; )} ~ფონტი “Sylfaen 10”
აბსტრაქტი – მოცულობა 100 – 300 სიტყვა. აბსტრაქტი მოკლედ უნდა ასახავდეს კვლევის მიზანს, მთავარ შედეგებსა და ძირითად დასკვნებს. მოერიდეთ ციტირების გამოყენებას. ფონტი: “Sylfaen 11”
ჟურნალის დამოწმების სტილი/ციტირების სტილი
შიდატექსტური დამოწმება
ლიტერატურის შიდატექსტური დამოწმება სრულდება შემდეგნაირად:
• კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება ავტორის გვარი, მძიმე, პუბლიკაციის წელი, ორწერტილი და გვერდის ნომერი. მაგ., რისმაგ გორდეზიანის წიგნი ”მედიტერანულქართველური მიმართებები”. ტომი II. ლოგოსი. თბ., 2007. გვერდი 181. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად:[გორდეზიანი, 2007:181].
• უცხოურენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის ქართულენოვანი წიგნის მითითებისას. მაგალითად, წიგნი Barry Lord, Gail Dexter Lord. The Manual of Museum Management. Tb., 2006 დამოწმებული იქნება ასე: [Lord, 2006:35].
• ბიბლიის დამოწმება ხდება შემდეგნაირად: კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბიბლიური წიგნისშემოკლებული სახელწოდება, წერტილი, თავი, ორწერტილი, მუხლი. ნიმუში: [დაბ. 15:21]; [გამ. 15:16];
• თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი წიგნი, ავტორის გვარის შემდეგ მიეთითება შესაბამისად A, B და ა.შ. ნიმუში: [გორდეზიანი A, 2007:181].
გამოყენებული ლიტერატურის აღწერის სტილი:
Chicago 15th Edition (Author-Date System) Autor, Alan A., B.B. Autor, and C. Autor. 2005. Title of article. Title of Journal 10, (2): 49-53
ბიბლიოგრაფიის მითითება
• სტატიის ბოლოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურის სიაში ან ბიბლიოგრაფიაში გამოცემები დალაგდება ანბანური თანმიმდევრობით ავტორების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სათაურის) გვარების მიხედვით; ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები.
შენიშვნები
• ავტორისეული შენიშვნები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი გვერდის ბოლოს და დაინომროს ერთიანი ნუმერაციით მთელ სტატიაში. სქოლიოს შრიფტის ზომა 9.
• სტატიის შიგნით ტექსტის ციტირებისას იგი უნდა გამოიყოს ძირითადი ტექსტიდან დახრილი შრიფტით(იტალიკით). ციტატის შრიფტის ზომა - 11.
• გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო სტატიები გადის წინასწარ რეცენზირებას.
• ჟურნალის ყველა სამეცნიერო სტატიას უნდა ახლდეს ავტორისეული რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• გამოყენებული ლიტერატურა დაწერილ უნდა იყოს არაბული ნუმერაციით;
• ჟურნალი უნდა იცავდეს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას, რის შესახებაც გაცხადებული უნდა იყოს ჟურნალის საიტზე.
მოთხოვნა სტატიების აუცილებელი რეცენზირების შესახებ:
„ორმხრივი ფარული (ანონიმური) რეცენზირება“ („blind peer review”): რეცენზენტმა და ავტორმა არ იციან ერთმანეთის ვინაობა; ითვალისწინებს ორ ან მეტრეცენზენტს თითოეული გამოცემის ყველა სტატიისათვის (1);
სტატიის შეფასების კრიტერიუმებია შემდეგი:• კვლევის თემის მიზანი და მისი აქტუალობა: ნაშრომის მნიშვნელობა და მისი მიზნის შესაბამისობა კვლევის თემატიკასთან.
• მეცნიერული სიახლე და კვლევის შდეგების მნიშვნელობა: კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლის დონე, მათი თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკულიმნიშვნელობა; საკვლევი პრობლემის ანალიზის სიღრმე და ნაშრომის სტრუქტურა: რამდენად სიღრმისეულია მსჯელობა, როგორ იცნობს ავტორი (ან ავტორები) სტატიის თემატიკაზე არსებულ ნაშრომებს, როგორაა ორგანიზებული სტრუქტურულად სტატია კვლევის მიზნის მისაღწევად
შენიშვნა:
(1) აღნიშნული პირობა ვრცელდება დოქტორანტებზე