მე­დი­აც­ი­ის რო­ლი სის­ხლის სა­მარ­თალ­ში და მი­მარ­თე­ბა არ­ას­რულ­წლოვ­ნის სა­უკ­ეთ­ე­სო ინ­ტე­რეს­თან

Main Article Content

არ­ტურ ჩო­ბა­ნი­ა­ნი

ანოტაცია

წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მი წარ­მო­ად­გენს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ ან­ალ­იზს მე­დი­აც­ი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შე­სა­ხებ ქარ­თულ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ სივრ­ცე­ში. კერ­ძოდ, იკ­ვლევს გან­რი­დე­ბა-მე­დი­აც­ი­ის მე­ქა­ნიზ­მის როლს არ­ას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში. კვლე­ვა ას­აბ­უთ­ებს აღ­დგე­ნი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ამ ფორ­მის პრი­ორ­იტ­ეტ­ულ­ობ­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010 წლი­დან და­ინ­ერ­გა, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ი­სა, რომ ქარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ ტრა­დი­ცი­ას მე­დი­აც­ი­ის ის­ტო­რი­უ­ლი (სა­მე­დი­ატ­ო­რო სა­სა­მარ­თლო­ებ­ის) ან­ალ­ოგ­ე­ბი გა­აჩნ­და. საკ­ვან­ძო ას­პექ­ტია მე­დი­აც­ი­ის თა­ნა­ფარ­დო­ბა არ­ას­რულ­წლოვ­ნის სა­უკ­ეთ­ე­სო ინ­ტე­რე­სის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ციპ­თან, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ზარ­დის უს­აფრ­თხო­ებ­ას, კე­თილ­დღე­ობ­ას, რე­სო­ცი­ალ­იზ­აც­ი­ა­სა და სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ას.


აგ­რეთ­ვე, ნაშ­რომ­ში გან­ხი­ლუ­ლია გან­რი­დე­ბა/მე­დი­აც­ი­ის, რო­გორც სის­ხლის­ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის, და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც ეფ­ექ­ტი­ან­ად აღ­წევს სას­ჯე­ლის მიზ­ნებს – კერ­ძოდ, რე­სო­ცი­ალ­იზ­აც­ი­ა­სა და რე­აბ­ილ­იტ­აც­ი­ას – რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­რე­შე. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის (აშშ, ნორ­ვე­გია) ან­ალ­ი­ზი ცხად­ყოფს აღ­დგე­ნი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მზარდ პო­პუ­ლა­რო­ბას და მა­ღალ ეფ­ექ­ტუ­რო­ბას და­ნა­შა­ულ­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მხა­რე­თა (დამ­ნა­შა­ვე/მსხვერ­პლი) კმა­ყო­ფი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010 წლი­დან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­მე­ორ­ებ­ი­თი და­ნა­შა­ულ­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ბო­ლო წლებ­ში (2022-2023) პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია (მათ შო­რის, სრულ­წლო­ვან­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე გავრ­ცე­ლე­ბა), ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ად­ას­ტუ­რებს მე­დი­აც­ი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მა­ღალ ეფ­ექ­ტუ­რო­ბა­სა და პერ­სპექ­ტი­ულ­ობ­ას ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის­თვის.

საკვანძო სიტყვები:
მე­დი­აც­ია, სის­ხლის სა­მარ­თა­ლი, არ­ას­რულ­წლო­ვა­ნი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება