ხელოვნური ინტელექტი (AI) და სტრატეგიული დაგეგმვა
Main Article Content
ანოტაცია
AI განუწყვეტლივ ვითარდება, იგი სასარგებლო ხდება სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. სფეროები, რომლებლებიც იყენებენ AI-ის, ძალზე ბევრია. ხელოვნური ინტელექტი ფართოდ გამოიყენება ფინანსურ ინდუსტრიაშიც. კერძოდ, ისეთი საბანკო და საფინანსო აქტივობების აღმოსაჩენად, როგორიცაა უჩვეულო საკრედიტო ბარათების გამოყენება და დიდი ანგარიშის დეპოზიტები – ეს ყველაფერი ეხმარება ბანკის თანამშრომლებს თაღლითობასთან ბრძოლაში.
ინდუსტრიების უმრავლესობა წარმატებით იყენებს ინტელექტუალურ ტექნიკას ცალკეული პროცესების ავტომატიზირებისათვის, რის საფუძველზეც არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ადამიანი, როგორც სამუშაო ძალა, აღარ იქნება საჭირო.
ტექნოლოგიური პროგრესი ცვლის ინდუსტრიების მომავალს. სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური გარემო ბიზნესისთვის განსხვავებულ შესაძლებლობებსა თუ საფრთხეებს აჩენს, რაც მათზე რეაგირებისათვის მოითხოვს განსხვავებულ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სტრატეგიებს, ეს კი, თავის მხრივ, წარმოქმნის ხელოვნური ინტელექტის (AI), როგორც ტექნოლოგიური მიღწევის, გამოყენების საჭიროებას. ორგანიზაციების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში AI-ს ინტეგრაცია მმართველობით რგოლს შესაძლებლობას აძლევს, შეაგროვოს და გააანალიზოს დიდი მოცულობის მონაცემები და მათზე დაყრდნობით მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
როგორც ცნობილია, სტრატეგიული დაგეგმვა არის SWOT ანალიზისა და მასზე რეაგირების გზების იდენტიფიცირების პროცესი გრძელვადიანი მიზნების დასახვის მიზნით. იგი ბიზნესს შესაძლებლობების გამოყენებისა და სწრაფად ცვალებად გარემოში არსებული გამოწვევების გადალახვის საშუალებას აძლევს ბაზრის წილის გაფართოებისა თუ მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბიზნესები ერთმანეთისგან ხშირად განსხვავდება; მათგან, საუკეთესოებთანაც კი, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებში ხშირად ვლინდება სუსტი მხარეები. კერძოდ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მსჯელობა ხშირად ეფუძნება მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯერების ინტუიციასა და გამოცდილებას, არაა გათვალისწინებული გარემოში მიმდინარე დინამიკური ცვლილებები და მასში არსებული რაციონალურ ფაქტორები. დაგეგმვის პროცესში არ ხდება საკმარისი, ზუსტი და მიუკერძოებელი მონაცემების გამოყენება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი შედეგის მისაღწევად.