სამრეწველო და სავაჭრო კომპანიების შედარებითი დახასიათება
საკვანძო სიტყვები:
სამრეწველო კომპანია, საწარმოო დანახარჯი, არასაწარმოო დანახარჯი, საოპერაციო ხარჯი, საერთო მოგებაანოტაცია
საწარმოო და არასაწარმოო დანახარჯები მკვეთრად უნდა იყოს ერთმანეთისაგან გამიჯნული. საწარმოო და სავაჭრო დანახარჯების დაჯგუფება შესაძლებელობას იძლევა განისაზღვროს მთლიანი საწარმოო დანახარჯი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ, როდესაც მზა პროდუქცია საწყობს გადაეცემა, როგორც მზა პროდუქცია, გადაცემა ისეთი ღირებულებით ხდება, რომელიც ასახავს მის საწარმოებლად გაწეულ მთლიან საწარმოო დანახარჯს.
სავაჭრო ადმინისტრაციული, რეალიზაციის, კომერციული და ფინანსური დანახარჯები არ არის დაკავშირებული საწარმოო პროცესთან (არ არის ლოკალიზებული საწარმოო შენობაში), ამდენად, ისინი არ მიეკუთვნება საწარმოო დანახარჯების კატეგორიას.