ტელევიზია, როგორც „მძლავრი იარაღი“
Main Article Content
ანოტაცია
ტელევიზია ზემოქმედებს ტელემაყურებელზე თავისი გადაცემების ერთიანობით, რომლებიც მიუხედავად ჟანრობრივ-თემატიკური ნაირსახეობისა, გარკვეულ ერთობას ქმნიან. მიუხედავად სოციალური მედიის გააქტიურებისა ტელევიზიას მაინც არ დაუკარგავს აქტუალობა და ის მაინც რჩება ერთ-ერთ მთავარ „იარაღად“. ხანდახან ხდება ისიც, რომ ტელევიზიით პირველად გასული ახალი ამბავი შემდეგ ხდება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ახალი ამბების ნუსხაში. ესე იგი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლებიც კი ყურადღებით აკვირდებიან ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურების მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს. შეიძლება მოხდეს პირიქითაც. ტელევიზიის წარმომადგენლები დროს არ კარგავენ სხვადასხვა ინტერნეტ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაზე და შემდეგ ეთერში გაშვებაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ტელემაყურებელმა საჭიროა, იცოდეს თუ ვინ დგას ამა თუ იმ ტელევიზიის უკან და ამით ის დარწმუნდება ახალი ამბების მიერ გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობაში, არამიკერძოებულობასა და ა.შ. ტელევიზია ნამდვილად შეიძლება გამოიყენოს ამა თუ იმ პირმა, ორგანიზაციამ, ბიზნესმა, პოლიტიკოსმა საკუთარი პიარისათვის და თავის სასარგებლოდ გადაჭრას, არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მას შეიძლება საკუთარი მოღვაწეობის დროს გაუჩნდეს და ამით ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს, რადგან ტელევიზია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც „მძლავრი იარაღი“ საკუთარი უკანონო მიზნების მიღწევისათვის.