ინფორმაციული კულტურა
Main Article Content
ანოტაცია
ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელშიც დასაქმებულია ერთზე მეტი პიროვნება გააჩნია კულტურა და, შესაბამისად, ინფორმაციული კულტურაც. ინფორმაციული კულტურა გულისხმობს ნებისმიერ საქმიანობას და ქცევას, რომელიც დაკავშირებულია რაიმე გზით ცოდნასთან, კომუნიკაციასთან, ინფორმაციასთან და მონაცემებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია მოგების ძირითადი წყაროა კომპანიების უმეტესი ნაწილისათვის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, ის ფაქტი რომ ინფორმაციული კულტურა მთავარ როლს თამაშობს ორგანიზაციების წარმატებით ფუნქციონირებაში. ნაშრომის მიზანია, ინფორმაციული კულტურის ზოგადი მიმოხილვა, მისი განვითარების მნიშვნელობა და პერქსპექტივები. ნაშრომი ცხადყოფს რადენ მნიშვნელოვანია ორგანიზაციული კულტურის ამაღლება თანამშრომლებში, რაც ხელს უწყობს თავად ორგანიზაციის წარმატებულ ფუნქციონირებას.