კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მთავარი მიზანია, მსოფლიოში კოვიდ 19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში შექმნილი მდგომარეობის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი. კერძოდ, ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველოსა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში პანდემიის ფონზე არსებულ სამართლებრივ შეფასებას და იმ ძირითადი განსხვავებების ჩვენებას, რომლებიც, ერთი მხრივ, ევროპის სამართლის ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ზოგიერთ ასპექტს უკავშირდება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტის დეტალურ ანალიზზე, თუ რატომ არ არსებობს დღემდე კოვიდ 19-თან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები საჰაერო ტრანსპორტის დარგში და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგულაციების არარსებობის სრულად საფუძვლებს მოკლებული ვაკუუმის თაობაზე. ნაშრომის დასკვნით ნაწილში საუბარია იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მომავალში თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობამ საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა პრინციპის დაცვის მიმართულებით ამ პრობლემის სამართლებრივად დარეგულირების თვალსაზრისით.