კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური გავლენა ტურიზმზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში აღწერილია თუ რა ნეგატიური გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ როგორც, საქართვველოს, ასევე ევროპის ტურისტულ ინდუსტრიაზე. მკვეთრად შემცირდა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა, რამაც მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. პანდემიისგამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა შემოიღეს მკაცრი შეზღუდვები: შემცირდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა, გამკაცრდა სასაზღრო კონტროლი. ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აეროპორტების დახურვის, ფრენების შეჩერების და მკაცრი შეზღუდვების შემოღების გამო. როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია ამჟამად სულს ღაფავს და მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას და კრიზისის მართვის სტრატეგიის შემუშავებას. პანდემია თუ დიდხანს გაგრძელდა, მან შეიძლება მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებულიდა მხოლოდ ერთ დარგზე, ტურიზმზე არის დამოკიდებული.