როგორია ბიზნესის ცხოვრება COVID-19-თან ერთად და როგორი იქნება ბიზნესი ხვალ?
Main Article Content
ანოტაცია
Covid-19-მა არა მხოლოდ შეცვალა საზოგადოების ქცევა, შეხედულებები და ყოველდღიური
რიტმი, არამედ, ძირეულად გარდაქმნა ბიზნესის როლი და მისი კეთების მეთოდები.
ბიზნეს საქმიანობა შეაჩერა სასტუმროების და საკვების სფეროს წარმომადგენლების 66%-მა,
ვაჭრობის სექტორის 57%-მა, მშენებლობის სექტორის 53%-მა და სხვა მომსახურების სექტორის 50%-მა. ხოლო წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების უმეტესობამ შეაჩერა ან შეამცირა წარმოების მოცულობა.
საქართველოში, ისე, როგორც მსოფლიოში, გატარებული ღონისძიებების მასშტაბები იზრდება და ითვალისწინებს ბევრ შეღავათს: ბიზნესის დაბეგვრის შემსუბუქება, საგადასახადო განაკვეთების შემცირება, გადასახადების გადავადება ან დროებით გაუქმება (ე.წ. tax holiday), მათ შორისაა, ბიზნესგრანტებსა თუ სახელმწიფოსესხებსა და დოტაციებზე წვდომა, დროებით უმუშევართა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერა და ა.შ.