გადაუჭრელი პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში კოვიდ-19-მდე და კოვიდის პირობებშიც (გადაუჭრელი პრობლემა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში "დოქდო" და აშშ-ს პოზიცია

Main Article Content

ნანა ციხისთავი
თამარ კოპალეიშვილი

ანოტაცია

დოქდოს პრობლემა დიდი ხანია აწუხებს ორივე კორეას და პრობლემის მოგვარებას მოლაპარაკებების, მრგვალი მაგიდის ან სამეცნიერო კონფერენციების საშუალებით ცდილობს.


დოქდოს საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ერთმნიშვნელოვანი პოზიციის მიუხედავად, რეგიონში არსებობს დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ინტერესები (რადგან დოქდოს პრობლემა სცილდება კორეა-იაპონიის ურთიერთობებს), როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და შეერთებული შტატები, რომელთა შორისაც უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები.


ამ საკითხის გადაჭრის შემდეგი შესაძლო ნაბიჯი, ალბათ, ორი კორეის გაერთიანება უნდა იყოს,
რაც ასევე დიდი ხნის განმავლობაში იყო დღის წესრიგში სამხრეთ კორეის აკადემიურ წრეებში.
დოქდოს პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა, ძალიან საგრძნობია, მაგრამ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დაახლოების ტენდენციები და აშშ-ს როლი ამ დაახლოებაში გარკვეულ იმედს
იძლევა, რომ საკითხი კორეის სასარგებლოდ მოგვარდება მომავალში.


ამასთან, რაც, ალბათ, უფრო მალე მოხდება, ესაა ორი კორეის გაერთიანება, და არა დოქდოს კუნძულების ოფიციალური გადაცემა კორეისათვის, რაც კვლავ საკამათო თემაა. ამასთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ფონდის მიერ ორგანიზებულ 2018 წლის კონფერენციაზე მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი – დოქდოს პრობლემა – უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით, ოთხ ქვეყანას – იაპონიას, ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.


დოქდოს პრობლემა სცილდება ტერიტორიულ პრობლემას ორივე კორეის სახელმწიფოს თვალსაზრისით და ეს უკავშირდება კორეული იდენტურობის დაცვის საკითხს, რაც კორეელების ეროვნული ერთიანობის საფუძველია. ამასთან, ეს საკითხი სულ უფრო ამძიმებს ურთიერთობებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა დამსოფლიოს ზესახელმწიფოებს შორის. შეერთებული შტატები გამოსავალს ხედავს გონივრულ კომპრომისში.

საკვანძო სიტყვები:
დოქდო, კორეა, გაერთიანება, მოლაპარაკებები
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები