საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების როლი კორონავირუსის გავრცელების პირობებში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში საქართველოს მაგალითზე განხილულია ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრობლემა ბოლო დროის გლობალურ გამოწვევაზე კოვიდ-19-ის ეპიდემია-ზე რეაგირების კონტექსტში. სხვა ვირუსული დაავადებებისგან განსხვავებით, ბოლო დროს გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის მკურნალობის მეთოდების შემუშავება ხდება დაჩქარებულ რეჟიმში. თუმცა, დაავადების მწვავე ფაზის გავლის შემდგომ პაციენტები იძულებულნი არიან საკმაოდ დიდხანს გაიარონ რეაბილიტაციის პერიოდი დაზიანებული ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირების აღსადგენად. რეაბილიტაციისპროცესის დაჩქარება და ოპტიმიზირება შესაძლებელია გამაჯანსაღებელი პროცედურების მეშვეობით ბუნებრივი ფაქტორების გამოყენების გზით. საქართველოს გააჩნია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი მისი ბუნებრივი ფაქტორები უძველესი დროიდან გამოიყენებოდაადამიანების ჯანმრთელობის მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის. ქვეყნის მრავალი კურორტი ცნობილია მსოფლიოში და სარგებლობს პოპულარობით. სტატიაში შეთავაზებულია სხვა ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილი ავადმყოფების
მკურნალობასთან ერთად სამკურნალო-რეკრეაციულიპოტენციალის გამოყენება ასევე ადამიანებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს კორონა-19-ის დაავადება. კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ პაციენტებზე კეთილისმყოფელი ზემოქმედება შეიძლება მოახდინონ საქართველოს კურორტებზე აპრობირებულმა გამაჯანსაღებელმა ღონისძიებებმა, რომლებიც მოიცავენ აქტიურ და პასიურ კლიმატოთერაპიას, სპელეოთერაპიას, ჰაერისა და მზის აბაზანებს, თერმული და მინერალური წყლების (წყლის დალევა, სხვადასხვა წარმომავლობის მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაცია და სხვ.), მაგნიტური ქვიშების გამოყენებას, ტალახით მკურნალობას და სხვ.
სტატიაში წარმოდგენილი და გაანალიზებულია საქართველოს კურორტების ძირითადი სამკურნალო ფაქტორები. ცხრილებში მოკლედ აღწერილია რიგი (შედარებით უფრო ცნობილი) კურორტების ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები, მკურნალობის მეთოდები და სამედიცინო მაჩვენებლები. საყურადღებოა, რომარ არის აუცილებელი არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მთლიანად გადართვა ფუნქციონირების ახალ რეჟიმზე, მხოლოდ საჭიროა შესაბამისი პროგრამების შემუშავება კოვიდ-19-ით დაზარალებული ადამიანების მომ-
სახურებისთვის.
მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაავადებულთა დიდი რაოდენობის და გადატანილი დაავადების შემდგომ წარმოქმნილი მრავალრიცხოვანი გართულებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სხვა ქვეყნებმაც აქტიურად გამოიყენონ არსებული ბუნებრივ-რეკრეაციული პოტენციალი რეაბილიტაციის, ასევე მოცემულ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, დამყარონ სახელმწიფოთა შორის კომუნიკაცია ამ გლობალური პრობლემის გადასაჭრელად.