საგადასახადო ადმინისტრირების წესების გამარტივების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტის შესახებ კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში

Main Article Content

ია ხარაზი
მარიამ სანებლიძე
ნინო მათარაძე
კახა კუპატაძე

ანოტაცია

მიზანი: საგადასახადო სამართალში გამოვავლინოთ საგადასახადო ადმინისტრირების წესების გამარტივების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში და საგადასახადო დავების განხილვის პროცედურის ძირითადი მახასიათებლები.


მეთოდები: საკვლევ თემაზე მუშაობისას გამოვიყენეთ საერთომეცნიერული (დიალექტიკა, ანალიზი და სინთეზი, აბსტრაგირება და კონკრეტიზაცია) და კვლევის კერძო-მეცნიერული მეთოდები (ფორმალურ-იურიდიული, შედარებით-სამართლებრივი, ტექნიკურ იურიდიული).


შედეგები: როგორც შედარებით სამართლებრივმა კვლევამ გვაჩვენა, გარკვეული შეღავათები დაუწესდა ბიზნეს-ოპერატორებს გადასახადის გადახდის კუთხით, გადაუვადდათ საგადასახადო ვალდებულების შესრულება, მაგრამ საგადასახადო პრეფერენციების კუთხით რადიკალური ღონისძიებები გასატარებელია; ასევე პანდემიის პერიოდში საგადასახადო დავების განხილვისას, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ხარვეზის აღმოფხვრას და გადაჭრას მოითხოვენ.

საკვანძო სიტყვები:
საგადასახადო ადმინისტრირების წესები კოვიდ-19-ის პერიოდში, საგადასახადო დავა, გადასახადით დაბეგვრის მექანიზმები, საგადასახადო დარღვევების დეკრიმინალიზაცია, გადასახადების გადახსის რისკები, დაბეგვრაში პრეფერენციული პოლიტიკა, საგადასახადო მორალი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები