გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსით სარგებლობის სამართლებრივი საკითხები
Main Article Content
ანოტაცია
თემაში განხილულია ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის თანამედროვე აქტუალური საკითხები, რომლის გადაწყვეტის ეფექტურობა ბევრად განსაზღვრავს კაცობრიობის ხვალინდელი დღის ბედს. ხაზგასმითაღნიშნულია სამეცნიერო – ტექნიკურ რევოლუციასა და პლანეტის მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად საზოგადოების მოთხოვნილება ბუნებრივ რესურსებზე.
გარემოს დაცვის ისეთი დიდი მნიშვნელობა კაცობრიობას ავალდებულებს ყველაფერი იღონოს ბუნების ობიექტების მოვლა შენარჩუნებისათვის. ამ საქმეში ამჟამად ჩაბმულნი არიან სხვადასხვა საქმიანობის წარმომადგენლები და ყველა თავისი კუთხით ცდილობს გადაჭრას კაცობრიობისათვის ეს ფრიად დიდმნიშვნელოვანი პრობლემა. წარმოდგენილ სტატიაში გარემოს დაცვის
პრობლემა კომპლექსურადაა წარმოჩენილი ამიტომ ხაზგასმულია ამ პრობლემას დიდი ადგილი უჭირავს იურისპრუდენციაშიც. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რომ საქართველო მდიდარია ბუნებრივი ობიექტებით, საქართველოში ოცამდე ნაკრძალია, რომლებიც მდიდარია მცენარეულობით და ნადირ ფრინველით, ჩვენს ნაშრომში ეს საკითხი სპეციალურად იქნა შესწავლილი შეძლებისდაგვარად გაკეთებულია პრაქტიკული დასკვნები მოქმედი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.