შრომის უსაფრთხოების გამოწვევები "კოვიდ-19" პანდემიის პირობებში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია 2020 წლის გლობალური კრიზისის შედეგები, რაც უკავშირდება Covid-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას, კორონავირუსის უარყოფით გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და, ცხადია, საქართველოს ეკონომიკაზეც. მოცემულ სიტუაციაში რთულია არჩევანი გააკეთო საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის საზოგადოების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია, განვითარებადი ქვეყნები კი ცდილობენ არჩევანის გაკეთებას პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს შორის.აუცილებლობა მოითხოვდა პანდემიის რეგულირება შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულაციებით მომხდარიყო.
განხილულია ის ფაქტორები, რომელმაც გლობალური პანდემიის პირობებში
უდიდესი გავლენა იქონია საკვანძო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.