აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის დაბადება და მის ფარგლებში მიღწეული პროგრესი 2009-2014 წლებში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატიის მიზანია, დაადგინოს აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ეფექტიანობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში 2009-2014 წლებში. კვლევაში განხილულია ორი ქვეყნის
სამხედრო თანამშრომლობის ძირეული პრინციპები, ისევე როგორც ქარტიის ძირითადი კონცეფცია, სადაც შევეცდებით გამოვიკვლიოთ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომ ლობის ეფექტიანობა და ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო სამიზნე პერიოდში აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-მა და საქართველომ გააფართოვეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პროგრამები. აღნიშნულ პროგრამებში მოიაზრებოდა ქართული საჯარისო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტებზე მისადაგება და შესაბამისობაში მოყვანა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს ჩართულობის გაზრდა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ინტერნეტ გამოცემების, მონოგრაფიებისა და სტატიებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ძალზე აქტუალურია ომგამოვლილი ქვეყნისთვის – შეერთებული შტატების დაეხმარება საქართველოს ომისშემდგომი რეკონსტრუქციისა და ფინანსური სტაბილურობის კუთხით. სტატიაში გამოყენებულია შედარებისა და ანალიზის მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ქარტიის ფარგლებში განხორციელებული რეფორმის ეფექტიანობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების საქმეში.