აგროტურიზმის სისტემური მოდელის შექმნა და მისი მართვის ეკონომიკური მექანიზმი

Main Article Content

ავთანდილ ლაფაჩი

ანოტაცია

სოფლის მეურნეობასთან დამოკიდებულებაში, სპეციფიკურ, თანამედროვე მოდელისა და მომავლის ხედვის პროგრესულ ფორმად ყალიბდება აგროტურიზმის პროფილის ფორმირებების შექმნა და მორგებულ მენეჯმენტზე აგებული ფუნქციონირება.


აგროტურიზმის განვითარება მოითხოვს შესაბამისი ეკონომიკური მექნიზმისა და ინსტი ტუციონალური სისტემის დამუშავებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი სრულყო ფილი მართვა და რეგულირება. ეს, მოიცავს მორგებული ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზის შექმნასა და შესაბამისი ნორმების დამუშავებას.


საჭირო იქნება შედგეს აგროტურიზმის რეგიონული ატლასი, რაც მარკეტინგული მოტი ვაციების რეალიზაციისა და უზრუნველყოფის საფუძვლად იქნება მიჩნეული. ასეთი ატლასის შექმნა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა საერთო სისტემაში უდავო სიახლეს წარმოადგენს.


აგროტურიზმის, როგორც დიდი, პერსპექტიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემის კვლევის მიზანი უნდა იყოს ზონალურ-დიფერენცირებული თავისებურებების გათვალისწინებით საქართველოში აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებისა და არეალის განსაზღვრა, მისი სისტემური მოდელის შექმნა, მართვისა და რეგულირების ეკონომიკური მექანიზმის დამუშავება და უკუგების ოპტიმიზირებული დონეების დადგენა. სტატიაში ამ მიზნის შესაბამისად ჩამოყალიბებულია კონკრეტული ამოცანები.

საკვანძო სიტყვები:
აგროტურიზმი, სისტემური მოდელი, რეგიონული ატლასი, ეკონომიკური მექანიზმი, აგროტურიზმის რეგიონული ატლასი
გამოქვეყნებული: Jul 19, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება