მდგრადი ტურიზმი და საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ტენდენციები საქართველოში

Main Article Content

თინათინ დოლიაშვილი

ანოტაცია

მსოფლიოში ტურიზმისა და სამოგზაურო მიზნებისათვის ფართოდ გამოიყენება საჰაერო ბურთები და დირიჟაბლები, პარაშუტები და დელტაპლანები, შვეულმფრენები და სამგზავრო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ყველა სახის თვითმფრინავი. ამ საშუალებების გამოგონებამ, მათმა განვითარებამ და, შესაბამისად, სამოგზაუროდ გამოყენებამ, არსებითად შეცვალა ტურიზმის სახე და სტილი. ყოველივე ამან კი, ხელი შეუწყო მასობრივი ტურიზმის განვითარებას, მოგზაურობის გეოგრაფიის გამრავალფეროვნებას, ტურისტული ნაკადების სტრუქტურულ ცვლილებასა და მისი ინდუსტრიის რეკონსტრუირების საკითხს. როგორც ცნობილია, ზოგადად, სამგზავრო
გადაადგილების თვალსაზრისით, მ.შ. ტურისტული მიზნით, ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით საჰაერო ტრანსპორტით განხორციელებული გადაზიდვები ხასიათდება (44%- ზე მეტი). ეს განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ნებისმიერი მანძილის დაფარვა შესაძლებელია სწრაფად და დროის მინიმალური დანაკარგებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანი იყო გაგვეანალიზებინა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით განხორციელებული ტურისტული და სამგზავრო გადაზიდვების დინამიკური ცვლილებების გავლენა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების’’ შემოსავლებზე და, შესაბამისად, მათ ფინანსურ შედეგზე.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო ტრანსპორტი, ტურისტული და სამგზავრო გადაზიდვები, შემოსავლები, ფინანსური შედეგი
გამოქვეყნებული: Jul 18, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება