ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი 1929 წლის ვარშავისა და 1999 წლის მონრეალის კონვენციების მიხედვით

Main Article Content

დავით გეფერიძე
გიორგი ჯანიაშვილი

ანოტაცია

დღეს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებაა. საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რიცხვმა 2019 წლის მონაცემებით 4.56 მილიარდი შეადგინა.1 მართალია, კორონავირუსით
გამოწვეული პანდემიის შედეგად ეს მაჩვენებელი 2020 წელს 1.8 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა 2021-2022 წლებში შეიმჩნევა კვლავ ზრდის ტენდენცია. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO - ს) მონაცემების მიხედვით, 2021 წელთან
შედარებით, 2022 წელს 47%-ით მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი ავიაკომპანიების მიერ და მოსალოდნელია აღნიშნული ზრდის შენარჩუნება მომავალ წლებშიც.2 საჰაერო ტრანსპორტის როლისა და გამოყენების ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, ხშირია ავიაკომპანიების მხრიდან სხვადასხვა დარღვევის შემთხვევები. მაგალითისთვის, შესაძლოა იყოს ბარგის დაკარგვა, ფრენის დაგვიანება, მგზავრის დაზიანება და ა. შ. ასეთ დროს წამოიჭრება ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საიდან გამომდინარეობს ავიაგადამზიდველის ეს პასუხისმგებლობა. აღსა ნიშ ნავია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების დადგომისას, ავიაკომპანია წარმოადგენს ე.წ. „ძლიერ მხარეს“, რადგან მას გააჩნია მძლავრი რესურსები, ხოლო ხშირ შემთხვევაში მგზავრებმა, რომელთაც ზიანი მიადგათ, არც კი იციან, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები. ამდენად, ძალთა თანაფარდობა რომ იყოს დაცული, საჭირო გახდა ისეთი მარეგულირებელი ნორმების არსებობა, რომლებიც განსაზღვრავდა ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის საფუძვლებს და დაავალდებულებდა მათ აენაზღაურებინათ მგზავრთათვის მიყენებული ზიანი. ავიაკომპანიების პასუხისმებლობასთან დაკავშირებით, ნაშრომში განხილული იქნება 2 ძირითადი კონვენცია: 1929 წლის კონვენცია „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“, რომელსაც, როგორც წესი, მოიხსენიებენ როგორც ვარშავის კონვენციას; ხოლო მეორე გახლავთ 1999 კონვენცია ასევე „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“, რომელიც მონრეალის კონვენციის სახელით არის ცნობილი.


მოცემული ნაშრომის მიზანია, პირველ რიგში, მოკლედ მიმოიხილოს და განსაზღვროს, რას გულისხმობს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, ასევე დაახასიათოს პასუხისმგებლობის მნიშვნელობა საჰერო სამართალში, განსაზღვროს, თუ როგორ არის პასუხისმგებლობის საკითხი დარეგულირებული ვარშავისა და მონრეალის კონვენციების მიხედვით და, ასევე, შემოგვთავაზოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, კონვენცია, ავიაკომპანია, ფრენები
გამოქვეყნებული: Dec 19, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება