რისკების მართვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობა ინოვაციურ მენეჯმენტში
Main Article Content
ანოტაცია
გლობალიზაციის პირობებში თანამედროვე საბაზრო ურთიერთობები ახალ გამოწვევებს სთავაზობენ კომპანიებს, რომელთანაც ადაპტირება არც ისე მარტივია. ახალმა ურთიერთობებმა ინოვაციური წესები, ეფექტიანი ფუნქციონირების ახალი შესაძლებლობები დააწესა; მათთან გამკლავებაც, ცხადია, ხელმძღვანელების/მენეჯერების მხრიდან სულ უფრო მეტ დროს, ენერგიას, შესაძლებლობებს, თეორიულ და პრაქტიკულ უნარებსა და სხვა დამატებით რესურსს საჭიროებს.
წინამდებარე სტატია წარმოდგენილია თეორიული და ემპირიული კვლევის საფუძვლებზე დაყრდნობით. გამოყენებულია ანალიზის, სინთეზის, განზოგადებისა და აბსტრაქციის მეთოდები, ინდუქცია, დედუქცია და სხვ. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული და უცხოელი მეცნიერების შესაბამისი პრობლემების მკვლევრების შრომები, სტატიები, აგრეთვე რისკების მართვის შესახებ სხვადასხვა სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის ნაშრომები, ყოველწლიური სპეციალური ჟურნალებისა და ბეჭდვითი მედიის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი მასალები, პუბლიკაციები, ინტერნეტ რესურსები, სადაც ასახულია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი და შეფასება.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ავტორის მიერ შესწავლილი ინოვაციური კომპეტენციების გააანალიზება. სტატიაში განხილულია რისკების მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ეფექტიანობა. კვლევის მეთოდოლოგიურ ბაზად აღებულია: რისკების მართვისადმი სისტემური მიდგომა, ფინანსური მენეჯერებისათვის გადაწყვეტილების მიღების თეორიები; ინოვაციური მენეჯმენტის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების მართვის პრინციპები; რისკის საფუძვლებისა და შეფასების სტრატეგიის შერჩევის თეორია; ფინანსური რისკების მართვის კრიტერიუმები; რისკის ღირებულებითი ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგია.
ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე დასავლური პროგრამები ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებისას რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებას, რის საილუსტრაციოდ იყენებს შემდეგ მეთოდებს: გავლენის დიაგრამები, გადაწყვეტილებათა ვარიანტები, სტატისტიკური მონაცემები და ალბათური გაანგარიშებები, დისკონტირება [გაბიძაშვილი ბ., 2010: 182-183]. ყოველივე ამას საჭიროა უაღრესად დიდი ყურადღება მიექცეს გადაწყვეტილების ძიების ანალიზის პროცესში.