ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციის კონტექსტში

Main Article Content

მარიამ კუტალაძე

ანოტაცია

საერთაშორისო სავაჭრო ბაზრის ინტენსიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებელთა მხრიდან, იზრდება მოთხოვნა პროდუქტის ხარისხის კონტროლის ამაღლებაზე. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, მაღალკონკურენტულ გარემოში
გაიზარდა პროდუქტების ფალსიფიკაციის შემთხვევების რაოდენობაც, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ მომხმარებელთა ნდობის შემცირება. ამ გლობალური პროცესების კვალდაკვალ, საჭირო ხდება ისეთი მექანიზმების შემუშავება,
რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნდობის მოპოვებასა და ბაზარზე არსებული პროდუქტების ხარისხის კონტროლს. არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური იარაღი პროდუქტის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვაა.
გეოგრაფიული აღნიშვნა განსაზღვრავს პროდუქტის წარმოშობის ადგილს, ხარისხს, რეპუტაციას, მისი წარმოშობის ადგილისათვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ პირობებს, ადამიანის ფაქტორს და ა.შ. გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ზუსტად იცის პროდუქტის მახასიათებლები. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვის უპირატესობის გამოვლენა ღვინოსთან მიმართებით. ღვინო წარმოადგენს ისეთ პროდუქტს, რომლის ხარისხსაც, ყველაზე მეტად, სწორედ რომ წარმოშობის ადგილი განაპირობებს, როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, ნაშრომი მიზნად ისახავს გეოგრაფიული აღნიშვნის, როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული იარაღის, განხილვას ღვინის მაგალითზე.

საკვანძო სიტყვები:
ღვინო, გეოგრაფიული აღნიშვნა, ღვინის ბაზარი
გამოქვეყნებული: Dec 19, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება