ხელოვნური ინტელექტი და პერსონიფიცირებული სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში

Main Article Content

სოფიო მორალიშვილი

ანოტაცია

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტუალური გახდა ჩვენს ცხოვრებაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა სამყარო უკვე მე-5 ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში აქტუალურად შევიდა, ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკურ ლიტერატურაში და ფართოდ გამოიყენება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე განათლებაში. ტექნოლოგიის უსაზღვრო შესაძლებლობებმა და გამოყენების საშიშროებამ მსოფლიოს დღის წესრიგში დააყენა წესების შემუშავების აუცილებლებობა. ევროკავშირმა 2023 წლის 14 ივნისს მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი, რომელიც არეგულირებს მის გამოყენებას. ევროსაბჭომაც
გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტის ადგილს განათლებაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონმდებლობის ჭრილში.
განათლებაზე ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა უსაზღვრო, შეცვლილია განათლების პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სწავლა/სწავლების გზები და მეთოდები, მართვის სისტემები. საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ადამიანები მასშტაბურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, დროული მონაცემების ფლობას და მათ სწრაფად დამუშავებას, კვლევების წარმართვას, სწავლების ინკლუზიური პროცესის განხორციელებას.
ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება პერსონალიზებული სწავლის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოსწავლეს აყენებს განათლების სისტემის ცენტრში. პერსონალიზებული სწავლება გულისხმობს დიფერენციაციის (სხვადასხვა მოსწავლის სწავლის პრეფერენციებზე მორგებული სწავლების) და ინდივიდუალიზაციის (სხვადასხვა მოსწავლის სწავლის საჭიროებების შესაბამისად სწავლების) საგანმანათლებლო კონცეფციების გაფართოებას, რათა დაუკავშირდეს მოსწავლის ინტერესებს და გამოცდილებას, ასევე, დააკმაყოფილოს თითოეული მოსწავლის საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები კურიკულუმის და სასწავლო აქტივობების
ინდივიდუალურად მორგების გზით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს მრავალი საფრთხე მოაქვს. ერთი ხმოვანი ბრძანებით შესაძლებელია სისტემას ამოვახსნევინოთ მათემატიკური ამოცანა, მივიღოთ პასუხი რთულ სამეცნიერო კითხვაზე, დავაწერინოთ სტატია, ისტორია, ესე, შევასრულებინოთ თარგმანი და ა.შ.. რთულად დასადგენია სტუდენტის ეთიკურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
სტატიაში წარმოდგენილია კვლევა, რომელიც 2023 წლის მაისი-ივლისში ჩატარდა საქართველოს რამდენიმე კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და მისი მიზანი იყო მიგვეღო სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები: იცნობენ და იყენებენ თუ არა ხელოვნურ ინტელექტეტს სტუდენტები სწავლის პროცესში. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ სტუდენტთა დიდი უმრავლესობისათვის ნაცნობია ხელოვნური ინტელექტი და აქტიურადაც იყენებენ სწავლის პროცესში.
კვლევის შედეგად წარმოდგენილი მონაცემები ცალსახად მიუთითებს, რომ სტუდენტების მნიშვნელოვანი უმრავლესობა, რომელიც აღემატება 89%-ს, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი დადებით გავლენას ახდენს პერსონალიზებულ სწავლაზე. მკვეთრად საპირისპიროდ, გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით 8% გამოთქვამს აზრს, რომ ხელოვნური ინტელექტის არ არის პირდაპირ კავშირში პერსონალიზებულ სწავლებასთან. პერსპექტივების ეს მკვეთრი განსხვავება ხაზს უსვამს უმრავლესობის კონსენსუსს, რომ ხელოვნურ ინტელექტს დადებითი გავლენა აქვს სტუდენტზე მორგებულ საგანმანათლებლო პროცეზებზე. აშკარაა შესამჩნევი
უპირატესობა, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასთან პერსონალიზებულ სასწავლო გარემოში.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, პერსონიზირებული სწავლება
გამოქვეყნებული: Dec 19, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულება