მდგრადი ტურიზმი, როგორც ურთიერთობის ახალი ტიპი „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში

Main Article Content

მანანა ალადაშვილი
ნათელა თუშიშვილი

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია მდგრადი ტურიზმის როლი „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში. მდგრადი ტურიზმი გვევლინება თანამედროვე გლობალიზაციის მოვლენად, რომელიც მსოფლიოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც იწვევს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების დიდ ინტერესს. თუ გადავხედავთ განვითარებული ქვეყნების სტრატეგიულ გეგმებს, მდგრადი ტურიზმი, როგორც მწვანე ტურიზმის ფორმა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა და მისი ინტეგრაცია ბიზნესში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაშიც მთავრობის ხელშეწყობა მაქსიმალურია. საკმაოდ დიდია მდგრადი ტურიზმით დაინტერესება პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ასოციაციების დონეზეც.


ნაშრომში წარმოდგენილია მწვანე ტურიზმის როლი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში. აღნიშნულია, რომ მწვანე ტურიზმის შემდგომი წარმატებული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რესურსების მოხმარებისა და ნარჩენების გადამუშავების მიზნით. ასევე აუცილებელია ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მწვანე ტურიზმის განვითარებას, რაც მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძველია.


ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და გამოვლენილია მისი როლი „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში. მოცემულია სათანადო დასკვნები და რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:
მდგრადი განვითრება, მდგრადი ტურიზმი, მწვანე ტურიზმი, მწვანე ეკონომიკა, ენერგოეფექტურობა, ეროვნული პარკი, მწვანე ტურები, ეკოტურიზმი
გამოქვეყნებული: Dec 29, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება