Regional Policy Issues of Tourism Development

Main Article Content

Lamara Beridze
Zurab Kuchava

Abstract

ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევებია: ადამიანისეული რესურსების კვალიფიკაცია და გამოცდილება; ცალკეული რეგიონის (მუნიციპალიტეტის) ტურისტული პოტენციალის შესწავლა და შეფასება; სისტემური მიდგომის გაძლიერება, რაც გულისხმობს ტურიზ მის განხილვას რეგიონის სოციალურ – ეკონომიკური განვითარების ერთიან კომპლექს ში; სახელმწიფო მხარდაჭერის (ფინანსური, საინფორმაციო, კონსალტინგური, მარკეტინგული) ქმედითი მექანიზმების დანერგვა და სხვა.


აუცილებელია პროგრამული მიდგომით შემუშავებულ იქნას ღონისძიებათა სისტემა, სადაც გამოიყოფა: ნორმატიულ-სამართლებრივი გარემო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რეკლამირება და ინფორმაციული უზრუნველყოფა. ტურიზმის ბიზნესის განვითარების პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს სისტემური ანალიზის შედეგად შემუშავებულ ინდიკატური დაგეგმვისა და პროგნოზირების თანამედროვე მეთოდებს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს.


ტურიზმის სფეროს სათანადო კადრების მომზადება რეგიონებში დაკავშირებულია პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის შექმნასთან. უნდა მომზადდეს სასწავლომეთოდური ბაზა რეგიონის ტურისტული პროფილის გათვალისწინებით.


ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის ტურისტული ინდუსტრიის სფეროში. მხარდაჭერას საჭიროებს ტურიზმის აქტორთა ინტეგრაციის პროცესები და მოცემული დარგისადმი კლასტერული მიდგომა. კანონით დადგენილ უნდა იქნას თანამშრომლობის ფორმები. შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობებსა და სამთავრობო დადგენილებებში მუნი ცი პალიტეტთაშორისი თანამშრომლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

Keywords:
ტურიზმის რეგიონული პროგრამა, რეკრეაციული რესურსები, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა, საინვესტიციო პასპორტი
Published: Jul 18, 2022

Article Details

Section
Economics and Business Administration