Indicators for Evaluating the Competitiveness of Accommodation Facilities
Main Article Content
Abstract
ფირმის კონკურენტუნარიანობას, წარმოებული პროდუქტისა და გაწეული მომსახურების გარდა, სხვადასხვა ბიზნეს აქტივობებიც განსაზღვრავს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსური პოლიტიკა, ოპერაციული მენეჯმენტი და სხვა. ნებისმიერ ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფირმის კონკურენტუნარიანობაზე, მაგრამ სრულად ვერ განსაზღვრავს ამ მაჩვენებლის დონეს. სტრატეგიული მენეჯმენტის თეორიებში აქტიურად განიხილავენ ფირმის კონკურენტული უპირატესობის ძირითად სტრუქტურულ ელემენტების, რომელთა შექმნა და განვითარება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ კომპანიამ მიაღწიოს წარმატებას თანამედროვე მძაფრ კონკურენტულ და მუდმივად ცვლად გარემოში. წარმოების პროცესის, ლოჯისტიკის, ადამინური რესურსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ა.შ ეფექტიანობის ამაღლება შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად კომპანიის კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. ფირმის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული საქონლის/ მომსახურების ხარხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა დაკავშირებულია წარმატებული პროდუქტის ინოვაციასთან. R&D-ის და მარკეტინგის ინტეგრირება გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი პროდუქტის სათანადო კომერციალიზაციისთვის. ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს ფირმის კონკურენტუნარიანობას.
განთავსების საშუალებებს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, აღნიშნული კონკურენტული უპირატესობის ძირითადი სტრუქტურულ ელემენტების ყველა მდგენელის გაანალიზება და პროგნოზირება საშუალებას მისცემთ უფრო ეფექტიანი გახადონ თავიაანთი ბიზნეს საქმიანობა. სტატიაში ჩვენ განვიცილეთ ეფექტიანობა როგორც კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე გავაანალიზეთ ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები და გამოვთვალეთ საქართველოში განთავსების საშუალებების ინდუსტრიაში ამ ინდიკატორების საშუალო დარგობრივი მაჩვენებლები.