დიდ სა­ხელ­მწი­ფო­თა პო­ლა­რუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და უს­აფრ­თხო­ებ­ის დი­ლე­მა

Main Article Content

ქე­თე­ვან მეს­ხი­ძე

ანოტაცია

არ­ქტი­კი­სა და მი­სი რე­სურ­სე­ბის­თვის ბრძო­ლა ახ­ა­ლი არ არ­ის და მას­ზე სა­უბ­რე­ბი ჯერ კი­დევ 2000-ია­ნი წლე­ბის შუა ხა­ნე­ბი­დან იღ­ებს სათ­ვეს. თუმ­ცა, რუ­სეთ­სა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მი­ერ არ­ქტი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ე­ბა სხვა­დას­ხვა სის­წრა­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გან­გა­ში გა­მოც­ხად­და არ­ქტი­კულ ზო­ნა­ში სამ­ხედ­რო და სამ­რეწ­ვე­ლო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში აშ­კა­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნის გა­მო. არ­ქტი­კის­თვის რბო­ლა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია გრენ­ლან­დია. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გრენ­ლან­დი­აზ­ეც აის­ახ­ე­ბა, რაც მის სტრა­ტე­გი­ულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იმ­ა­ზე მე­ტად ზრდის, ვიდ­რე ცი­ვი ომ­ის დროს იყო. ალ­ბათ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გრე­ლან­დი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მზე­რაც და სა­უბ­რე­ბიც მი­სი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ქოლ­გის ქვეშ შეყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ან თუნ­დაც ტრამ­პის პირ­ვე­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა – არ­ქტი­კის რე­გი­ონ­ში ბა­იდ­ენ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლი ბურ­ღვი­თი სა­მუ­შა­ო­ებ­ის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სწო­რედ ამ კონ­ტექს­ტში უნ­და იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი.


შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო-საზ­ღვაო ძა­ლე­ბის მდივ­ნის – რი­ჩარდ სპენ­სე­რის გა­ნაც­ხა­დე­ბით, ამ­ერ­იკ­ამ უნ­და მი­მარ­თოს ყვე­ლა ზო­მას, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის საზ­ღვაო ძა­ლე­ბის მზარ­დი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის წი­ნა­აღმ­დეგ, მსოფ­ლი­ოს ბო­ლო, ყვე­ლა­ზე დიდ აუთ­ვი­სე­ბელ რე­გი­ონ­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლა­ში. სა­უბ­არ­ია არა მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ საზ­ღვაო მარ­შრუტ­ზე, არ­ამ­ედ, რუ­სე­თის შელ­ფის ნა­წილ­ზეც. მი­სი გან­ცა­დე­ბით, შე­ერ­ებ­უ­ლი შტა­ტე­ბის საზ­ღაო ძა­ლე­ბი ავ­ით­არ­ებ­ენ სტრა­ტე­გი­ას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელს შე­უწ­ყობს თვი­სუ­ფალ ნა­ვი­გა­ცი­ას რუ­სე­თის არ­ქტი­კის გავ­ლით. ამ­დე­ნად, გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­უ­რი ბრძო­ლა აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში დო­მი­ნი­რე­ბის­თვის, ჩრდი­ლო-ყი­ნუ­ლო­ვან ოკ­ე­ან­ე­ში არ­ქტი­კუ­ლი ყი­ნუ­ლის დნო­ბას­თან ერ­თად მძფრდე­ბა.


სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ დო­ნის სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მი­ერ ასე აშ­კა­რად პირ­ვე­ლად იქ­ნა გა­მოკ­ვე­თი­ლი ამ­ერ­იკ­ის პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჩრდი­ლო­ეთ საზ­ღვაო მარ­შრუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სე­რი­ოზ­ულ­ად უდ­გე­ბა რუ­სულ არ­ქტი­კა­ში სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს და სამ­ხედ­რო გზით მათ გა­დაწ­ყვე­ტას არ გა­მო­რიც­ხავს.


სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია დიდ სა­ხელ­მწი­ფო­თა არ­ქტი­კუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და კონ­კუ­რენ­ცია არ­ქტი­კუ­ლი წრის ჩრდი­ლო­ეთ­ით გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­უ­რი დო­მი­ნი­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, რო­მე­ლიც დღი­თი-დღე მძაფრ­დე­ბა და სულ უფ­რო მეტ აქ­ტუ­ალ­ობ­ას იძ­ენს. ას­ე­ვე ყუ­რად­ღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის ინ­ტე­რე­სებ­ზე არ­ქტი­კის მი­მართ და „დათ­ვი­სა“ და „დრა­კო­ნის“ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბა ხდე­ბა რუ­სე­თის ამ­ბი­ცი­ებ­სა და ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა­ზე, არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­სა და ძალ­თა ბა­ლან­სზე რე­გი­ონ­ში, ის­ე­ვე, რო­გორც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალ­ი­ან­სის სა­პა­სუ­ხო რე­აგ­ირ­ებ­ა­ზე გაზრ­დი­ლი საფრ­თხე­ებ­ის სა­პა­სუ­ხოდ.

საკვანძო სიტყვები:
არ­ქტი­კა, გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­უ­რი დო­მი­ნი­რე­ბა, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შელ­ფი, ძალ­თა ბა­ლან­სი, უს­აფრ­თხო­ებ­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება