სამეწარმეო სუბიექტების ფინანსური მდგომარეობის შეფასება
Main Article Content
ანოტაცია
საწარმოთა მდგრადი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გამოხატული იქნეს ეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთიანი სისტემით, რომელშიც ყოველმხრივ იქნება ასახული საწარმოს ბალანსის სტრუქტურა. მაგრამ ამ მაჩვენებელთა სიმრავლე ზოგჯერ ართულებს ბიზნესსაქმიანობის ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას. ამიტომ მიზანშეწონილია უპირატესობა მივანიჭოთ მაჩვენებელთა მხოლოდ ნაწილს, დამატებით შემოვიღოთ ისეთი კოეფიციენტები როგორიცაა: დავალიანების, ვალების გადახდის ვალდებულების, საკუთარი საბრუნავი საშუალებებით უზრუნველყოფის და ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტები. აგროსაწარმოს ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის აუცილებებელია გამოვიყენოთ ფინანსური მდგომარეობის ინტეგრალური კოეფიციენტი, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას მოგვცემს საწარმოს (ფირმის) ფუნქციონირების ეფექტიანობის კომპლექსურ შეფასებაზე.