ვიშეგრადის ქვეყნები კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევების წინაშე

Main Article Content

თეა ამნიაშვილი

ანოტაცია

ვიშეგრადის ჯგუფის შექმნის შემდეგ, წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები განახორციელეს და საკმაოდ კარგად შეძლეს კოორდინირება.


2020 წლის გაზაფხულზე კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევების დასაძლევად, ვიშეგრადის ქვეყნებ-
მა გადაწყვიტეს მიეღოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობრივი სამოქმედო გეგმები და მჭიდრო კავშირში მოეხდინათ პრობლემებთან გამკლავება.


ვიშეგრადის ქვეყნებმა ოპერატიულად მიიღეს „შეკავების სამოქმედო გეგმა“, სადაც გაითვალისწინეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანური ფაქტორები. პანდემიის დასაძლევად პროგრამები აამოქმედეს, როგორც ევროპის კავშირის ფარგლებში, ასევე ოთხეულის გადაწყვეტილებების დონეზე. პანდემიამ კიდევ ერთხელდაგვანახა, რომ ვიშეგრადი მიუხედავად ევროპის კავშირის წევრობისა, ხშირად ხელმძღვანელობს ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკით.


სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია როგორც თანამედროვეობის ყველაზე დიდ გამოწვევა – პანდემიაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თემასთან უშუალოდ კავშირში მყოფ ვიშეგრადის ჯგუფის ფუნქციონალურ განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები:
ევროპის კავშირი, პანდემია, საერთაშორისო ურთიერთობები, ვიშეგრადის ჯგუფი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები