შრომის უსაფრთხოების გამოწვევები "კოვიდ-19" პანდემიის პირობებში

Main Article Content

ნანა ზაზაძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში განხილულია 2020 წლის გლობალური კრიზისის შედეგები, რაც უკავშირდება Covid-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას, კორონავირუსის უარყოფით გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და, ცხადია, საქართველოს ეკონომიკაზეც. მოცემულ სიტუაციაში რთულია არჩევანი გააკეთო საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის საზოგადოების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია, განვითარებადი ქვეყნები კი ცდილობენ არჩევანის გაკეთებას პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს შორის.აუცილებლობა მოითხოვდა პანდემიის რეგულირება შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულაციებით მომხდარიყო.


განხილულია ის ფაქტორები, რომელმაც გლობალური პანდემიის პირობებში


უდიდესი გავლენა იქონია საკვანძო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

საკვანძო სიტყვები:
Covid-19 პანდემია, გლობალური კრიზისი, შრომის უსაფრთხოება, სოციალური უსაფრთხოება, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება