ეკოტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში

Main Article Content

შორენა მეტრეველი
ნინო მაზიაშვილი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის ბიზნესის განვითარება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ ფონზე ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე არის ეკოლოგიური ტურიზმი, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის დინამიკურად განვითარებადი მიმართულება, რომელზეც ტურისტულ ბიზნესში კაპიტალის მსოფლიო ბრუნვის 7-8% მოდის.


საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ეკოტურიზმი იქცეს ტურიზმის წამყვან სახეობად, რასაც შეუძლია შეაჩეროს მიგრაცია მთიდან ბარში და ქვეყანას შეუნარჩუნოს ულამაზესი სოფლები, მათი განსაკუთრებული ტრადიციებით და წეს-ჩვეულებებით. ეკოტურიზმი დიდ საზოგადოებრივ სარგებელსა და ინვესტიციებს უზრუნველყოფს, მისი განვითარებისთვის აუცილებელია ბევრი პრობლემის გადაჭრა სამთავრობო დონეზე. პარალელურად კი კერძო სექტორის ჩართვა და დაინტერესება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და განთავსება ეკოტურიზმის განვითარებაში. განვითარების პერსპექტივები არსებობს, მთავარია, რამდენად სწორად მოხდება მათი გამოყენება.

საკვანძო სიტყვები:
ეკოტურიზმი, ტურისტული ბაზარი, ბუნების მრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები
გამოქვეყნებული: Jul 18, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება