ლიზინგის როლი საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაში

Main Article Content

გულნარა იმედაშვილი
დავით გეფერიძე

ანოტაცია

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ წლებში სალიზინგო ოპერაციები მრავალი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამასთან, ლიზინგის მოცულობის მატების ტემპები მნიშვნელოვნად აჭარბებს
მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებაში კერძო კაპიტალდაბანდებათა მატების ტემპებს. ლიზინგი ფართოდ გამოიყენება, როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გასაღების დროს.
ლიზინგის სწრაფი განვითარება დასავლეთში დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ამერიკულმა კომპანია „ბელ”-მა დაიწყო თავისი სატელეფონო აპარატების იჯარით გაცემა, რამაც კავშირგაბმულობის მომსახურების სწრაფ განვითარებას დაუდო საფუძველი. ნახევარი საუკუნის შემდეგ ჰენრი ფორდმა იჯარა გამოიყენა ავტომობილების წარმოების გაფართოებისათვის.
50-იან წლებში აშშ-ში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ დასავლეთ ევროპაში აქტიურად დაიწყეს ლიზინგით წარმოების საშუალებების გადაცემა, რამაც საიჯარო ურთიერთობებში ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია. საკმაოდ რთულია გადაჭრით იმის თქმა, არსებობს თუ არა ისეთი ქვეყანა, სადაც ლიზინგი ხელშეკრულების სახეს არ წარმოადგენს. იგი, როგორც სამართლებრივი კატეგორია განსხვავებული სახით არის ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა, ერთი რამ ცხადია, განსხვავება ვლინდება ტერმინოლოგიურ და შინაარსობრივ ფორმაში, ხოლო, როგორც ეკონომიკური და სამართლებრივი კატეგორია აქტიურად იკავებს ადგილს მსოფლიოს დიდი თუ მცირე ბიზნესის განვითარებაში.

საკვანძო სიტყვები:
ლიზინგი, კრედიტი, იჯარა, ნასყიდობა, ავიაბაზარი, ინვესტიცია
გამოქვეყნებული: Dec 19, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება