შემოსავლების უთანასწორობის ეკონომიკური შედეგი
Main Article Content
ანოტაცია
შემოსავლების განაწილებაში უთანასწორობა მოსახლეობის მწვავე პრობლემაა, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან იგი წინაპირობაა ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა. თუმცა მსოფლიოში შემოსავლების განაწილებით სრულიად თანასწორი საზოგადოება არ არსებობს, რაც არც სასურველი და არც მიღწევადია. აქ მნიშვნელოვანია პროპორცია, რომ არ უნდა იყოს უკიდურესად ღარიბები და უზომოდ მდიდრები. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული უზრუნველყოს თავის ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების პირობების შექმნა და გაუმჯობესება. შემოსავლების უთანასწორო განაწილება კომპლექსური ხასიათისაა და განსაკუთრებით იგი მოიცავს უმუშევრობას, რომლის მთავარი მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური გარემო და არაკვალიფიციური მუშახელია.
საქართველოში საზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალ-ეკონომიკური უთანასწორობის წინაშე დგას. ეკონომიკურ ჭრილში მოსახლეობის დიდი ნაწილი არარეალიზებული და დაბალმსყიდველუნარიანია. რაც შესაძლებელს ხდის დაპირისპირების რისკს და საზოგადოების შიდა არეულობის, ვინაიდან ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი შრომიდან მიიღონ მეტი სარგებლიანობა და კეთილდღეობა თავიანთი არსებობისათვის და მაშინ როცა ხდება შემოსავლების უთანასწორო გადანაწილება და საარსებო მინიმუმსაც ვერ იღებს რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით ჩნდება პოლიტიკური მღელვარება,
შესაბამისად, აღმოფხვრის გზები მთავრობის ინტერვენციას მოითხოვს, რადგან მან უნდა გაატაროს ისეთი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს შემოსავლების განაწილების უთანასწორობას გრძელვადიან პერიოდში და გამოიწვევს თანასწორობას. ამგვარი ქვეყანა იქნება მდიდარი, სტაბილური და ერთიანი.