9/11-ის გავლენა ევროკავშირის ბრძოლაზე საავიაციო ტერორიზმთან
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე სამყაროში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მთავარ და უპირობოდ ყველაზე საშიშ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო ტერორიზმი. მიუხედავად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც რჩება, როგორც საავიაციო ტერორიზმი, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო/სტანდარტები, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არეგულირებს. ევროკავშირის პასუხი საავიაციო ტერორიზმთან მიმართებაში, წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ასპექტს, ვინაიდან სწორედ ევროპული ქვეყნების რეაქციამ და პოლიტიკამ საავიაციო ტერორიზმთან მიმართებაში შექმნა ახალი პოლიტიკის ჩარჩო სტანდარტები.