დიდ სახელმწიფოთა პოლარული ამბიციები და უსაფრთხოების დილემა
Main Article Content
ანოტაცია
არქტიკისა და მისი რესურსებისთვის ბრძოლა ახალი არ არის და მასზე საუბრები ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა ხანებიდან იღებს სათვეს. თუმცა, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ არქტიკული სტრატეგიების განხორციელება სხვადასხვა სისწრაფით მიმდინარეობდა. შეერთებულ შტატებში განგაში გამოცხადდა არქტიკულ ზონაში სამხედრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის განვითარებაში აშკარა მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გამო. არქტიკისთვის რბოლაში შეერთებული შტატებისთვის პრინციპულად მნიშნელოვანია გრენლანდია. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება გრენლანდიაზეც აისახება, რაც მის სტრატეგიულ დანიშნულებას იმაზე მეტად ზრდის, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. ალბათ, შეერთებული შტატების გრელანდიისკენ მიმართული ბოლოდროინდელი მზერაც და საუბრებიც მისი შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ შეყვანასთან დაკავშირებით, ან თუნდაც ტრამპის პირველი აღმასრულებელი განკარგულება – არქტიკის რეგიონში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეჩერებული ბურღვითი სამუშაოების განახლების შესახებ, სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის – რიჩარდ სპენსერის განაცხადებით, ამერიკამ უნდა მიმართოს ყველა ზომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება რუსეთის საზღვაო ძალების მზარდი პროვოკაციული ნაბიჯების წინააღმდეგ, მსოფლიოს ბოლო, ყველაზე დიდ აუთვისებელ რეგიონზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლაში. საუბარია არა მხოლოდ ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტზე, არამედ, რუსეთის შელფის ნაწილზეც. მისი განცადებით, შეერებული შტატების საზღაო ძალები ავითარებენ სტრატეგიას, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს თვისუფალ ნავიგაციას რუსეთის არქტიკის გავლით. ამდენად, გეოპოლიტიკური ბრძოლა აღნიშნულ რეგიონში დომინირებისთვის, ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში არქტიკული ყინულის დნობასთან ერთად მძფრდება.
საგულისხმოა, რომ ამ დონის სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ ასე აშკარად პირველად იქნა გამოკვეთილი ამერიკის პრეტენზიები ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად უდგება რუსულ არქტიკაში საკუთარ პრობლემებს და სამხედრო გზით მათ გადაწყვეტას არ გამორიცხავს.
სტატიაში განხილულია დიდ სახელმწიფოთა არქტიკული ამბიციები და კონკურენცია არქტიკული წრის ჩრდილოეთით გეოპოლიტიკური დომინირების მოსაპოვებლად, რომელიც დღითი-დღე მძაფრდება და სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ასევე ყურადღება გამახვილებულია ჩინეთის ინტერესებზე არქტიკის მიმართ და „დათვისა“ და „დრაკონის“ დაპირისპირებაზე რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. განსაკუთრებული აქცენტირება ხდება რუსეთის ამბიციებსა და ძალის დემონსტრირებაზე, არსებულ საფრთხეებსა და ძალთა ბალანსზე რეგიონში, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპასუხო რეაგირებაზე გაზრდილი საფრთხეების საპასუხოდ.