ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი (AI) და სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვა

Main Article Content

გულ­ნა­რა იმ­ედ­აშ­ვი­ლი
ნა­თია გო­გო­ლა­უ­რი

ანოტაცია

AI გა­ნუწ­ყვეტ­ლივ ვი­თარ­დე­ბა, იგი სა­სარ­გებ­ლო ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­დუს­ტრი­ის­თვის. სფე­რო­ე­ბი, რომ­ლებ­ლე­ბიც იყ­ენ­ებ­ენ AI-ის, ძალ­ზე ბევ­რია. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ფარ­თოდ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ფი­ნან­სურ ინ­დუს­ტრი­აშ­იც. კერ­ძოდ, ის­ე­თი სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა უჩ­ვე­უ­ლო საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და დი­დი ან­გა­რი­შის დე­პო­ზი­ტე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რი ეხ­მა­რე­ბა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს თაღ­ლი­თო­ბას­თან ბრძო­ლა­ში. 


ინ­დუს­ტრი­ებ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მა­ტე­ბით იყ­ენ­ებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ ტექ­ნი­კას ცალ­კე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბი­სათ­ვის, რის სა­ფუძ­ველ­ზეც არ­სე­ბობს არ­ცთუ უს­აფ­უძ­ვლო ვა­რა­უ­დი, რომ ად­ამ­ი­ა­ნი, რო­გორც სა­მუ­შაო ძა­ლა, აღ­არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. 


ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი ცვლის ინ­დუს­ტრი­ებ­ის მო­მა­ვალს. სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო ბიზ­ნე­სის­თვის გან­სხვა­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა თუ საფრ­თხე­ებს აჩ­ენს, რაც მათ­ზე რე­აგ­ირ­ებ­ის­ათ­ვის მო­ით­ხოვს გან­სხვა­ვე­ბულ, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთ­ხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სტრა­ტე­გი­ებს, ეს კი, თა­ვის მხრივ, წარ­მოქ­მნის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI), რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვის, გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის მარ­თვი­სა და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში AI-ს ინ­ტეგ­რა­ცია მმარ­თვე­ლო­ბით რგოლს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, შე­აგ­რო­ვოს და გა­ა­ან­ალ­იზ­ოს დი­დი მო­ცუ­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი და მათ­ზე დაყრ­დნო­ბით მი­იღ­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი.


რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვა არ­ის SWOT ან­ალ­იზ­ი­სა და მას­ზე რე­აგ­ირ­ებ­ის გზე­ბის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვის მიზ­ნით. იგი ბიზ­ნესს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს ბაზ­რის წი­ლის გა­ფარ­თო­ებ­ი­სა თუ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ ბიზ­ნე­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ხში­რად გან­სხვავ­დე­ბა; მათ­გან, სა­უკ­ეთ­ეს­ო­ებ­თა­ნაც კი, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის პრო­ცე­სებ­ში ხში­რად ვლინ­დე­ბა სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. კერ­ძოდ, სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მსჯე­ლო­ბა ხში­რად ეფ­უძ­ნე­ბა მხო­ლოდ მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის ინ­ტუ­იც­ი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, არ­აა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე დი­ნა­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და მას­ში არ­სე­ბუ­ლი რა­ცი­ონ­ალ­ურ ფაქ­ტო­რე­ბი. და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში არ ხდე­ბა საკ­მა­რი­სი, ზუს­ტი და მი­უკ­ერ­ძო­ებ­ე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­ღა­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

საკვანძო სიტყვები:
ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, ად­ამ­ი­ა­ნი, ინ­დუს­ტრია, სტრა­ტე­გია, გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბა, ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბა, გე­ნე­რი­რე­ბა, , მა­ინ­დსე­ტი, დე­ლე­გი­რე­ბა, პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა, იმ­პლე­მენ­ტა­ცია
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება