უმაღლესი იურიდიული განათლების ფორმები: პრობლემები და პერსპექტივები

Main Article Content

სვეტლანა ბიჩკოვა

ანოტაცია

დღესდღეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწევთ საგანმანათლებლო პროცესის ადაპტირება ახალ რეალობასთან კორონავირუსული დაავადების (COVID-19) მსოფლიო გავრცელების გამო, რადგან უმაღლესი განათლების ყველა ფორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საკარანტინო შეზღუდვებისა და სოციალური დისტანციის პირობებში.


ამ მხრივ, გამოსადეგი იყო სხვადასხვა ონლაინ ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო პროცესში, მათ შორის მომავალი იურისტების მომზადებაში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები, საჯარო ორგანოები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოების წევრები უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებული მიდგომების შემდგომ განვითარებაზე განათლების ჰიბრიდული, კომბინირებული ფორმების შემუშავებით, რომლებიც უფრო მდგრადია ცვლილებებისადმი და უფრო მეტად მოერგება თანამედროვე საჭიროებებს და პირობებს.

საკვანძო სიტყვები:
იურიდიული განათლება, უმაღლესი განათლების ფორმები, საგანმანათლებლო პროცესი, დისტანციური სწავლება, ელექტრონული სწავლება, განათლების ჰიბრიდული (კომბინირებული) ფორმები, ონლაინ სწავლება
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები