COVID-19 პანდემიის გამოწვევები ტურიზმის ინდუსტრიის მიმართ

Main Article Content

მანანა ალადაშვილი

ანოტაცია

კვლევის მიზანია covid -19 პანდემიის შედეგების გამოვლენა ტურიზმის ინდუსტრიის სექტორზე და ძირითადი გამოწვევების განხილვა.


განხილულია ის ეკონომიკური შოკი, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია ტურიზმის სექტორზე. ტურიზმის დარგი აღმოჩნდა სრულ კოლაფსში, თითქმის 100%-ით შეჩერდა ტურიზმის ინდუსტრიის სექტორი (განთავსების, კვების, ტრანსპორტის და სხვ.,).


ნაშრომში აღნიშნულია, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ მსოფლიო ძველებურად ვეღარ იცხოვრებს, ტურისტები დაიწყებენ ისეთ ადგილებზე მოგზაურობას, სადაც მაქსიმალურად იქნება უსაფრთხოების ზომები დაცული და გადატვირთული ადგილების ნაცვლად უპირატესობას მიანიჭებენ ისეთი ადგილების მონახულებასდა დასვენებას, სადაც მეტი ღია სივრცეებია და სოციალური დისტანცირების საშუალებაა გაზრდილი. საქართველოს ტურიზმის სექტორი პირველ ეტაპზე გეგმავს შიდა ტურიზმის ამოქმედებას და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნას, აქ კი აუცილებელია უფრო აქტიურად მოხდეს ეკო, აგრო, მთის, სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვას გულისხმობს, სოფლის ტურიზმის განვითარებას კი მრავალი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია, როგორც სოფლისთვის, ასევე რეგიონისა და საბოლოოდ ქვეყნისათვის.

საკვანძო სიტყვები:
პანდემია, ტურისტული უსაფრთხოება, ტურიზმის ინდუსტრია
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები