საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებზე კოვიდ-19 ზეგავლენა

Main Article Content

ოთარ კიკვაძე

ანოტაცია

ბოლო პერიოდში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებულმა ვირუსმა COVID 19, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, უპრეცედენტო მასშტაბის გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყნები და მათი მთავრობები. ჩვენი კვლევის ინტერესი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში გატარებული ღონისძიებებია სხვადასხვა შეზღუდვების
სახით. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ სფეროში დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგის თვალსაზრისით დაბალი ეფექტურობა აჩვენა, რადგანაც შემცირებული ელექტრონული ტენდერების ხარჯზე მივიღეთ გამარტივებული შესყიდვების გაორმაგებული რაოდენობა, დროში გაწელილი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები და შესაბამისად დაგვიანებით მიღებული შესყიდვის ობიექტები, რომელიც უმეტესწილად საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს. გამომდინარე იქედან, რომ


პანდემია გავრცელების აქტიურ ფაზაში იმყოფება და მისი შემცირების/შეჩერების მოლოდინები მინიმუმ მომდევნო წლის გაზაფხულამდე არასაიმედოა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ ფორსმაჟორული სიტუაციის საპასუხოდ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში სხვადასხვა რეგულაციებისა თუ შეზღუდვების შემოღებისას გათვალისწინებული იქნას წინამდებარე კვლე-
ვის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:
პანდემია, სახელმწიფო შესყიდვა, გამოწვევა
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები