ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზოგიერთი საკითხი მონრეალის 1999 წლის კონვენციის ფარგლებში
Main Article Content
ანოტაცია
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია, სხვა სატრანსპორტო დარგებთან მიმართებაში, საკმაოდ ახალი სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება ტექნოლოგიური მიღწევების გავლენით. სახელმძღვანელო საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა. აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა. იგი რეგულირებულია ვარშავის 1929 წლისა და მონრეალის 1999 წლის კონვენციებით, რომლებიც თავისი წინამორბედის მსგავსად ადგენს ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობას მგზავრების სხეულის დაზიანებისა და სიკვდილისთვის, ბარგის ზიანისა და დაგვიანებისთვის. 1999 წლის მონრეალის კონვენციის მე-17 მუხლს ამ საკითხში, შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელო დებულება აქვს, თუმცა მასთან მიმართებით საკმაოდ ბევრია ისეთი ელემენტი, რომელზეც არ არსებობს ერთიანი, შეჯერებული აზრი და, შესაბამისად, ხშირია შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოების განსხვავებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული ნორმის ნაწილების სტანდარტიზებული გაგება და განმარტება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს იურისდიქციებში სამართლებრივი პროცესები იყო ერთმანეთთან უფრო შესაბამისად განხორციელებული, რაც მოგვიანებით უზრუნველყოფს უფრო სამართლიან შედეგებს, დაეხმარება ავიაკომპანიებს ვალდებულებების შეფასებაში და მისცემს მგზავრებს უფლებას სრულად გაითავისონ თავიანთი უფლებები. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარებად ლანდშაფტში, კონსენსუსის მიღწევა მსგავს საკითხებზე არა მხოლოდ აძლიერებს საკანონმდებლო ბაზას, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობასაც, და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სამართლიანობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.