საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორები და ჩინეთთან ეკონომიკური დაახლოების პოლიტიკური ეფექტი

Main Article Content

თამთა ჭეიშვილი

ანოტაცია

ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს არსებობისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სწორი საგარეო-პოლიტიკური მიმართულების შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება. საქართველოსთვის, როგორც პატარა და ასევე, რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური და მიზანმიმართული საგარეო-პოლიტიკური ვექტორების განსაზღვრა. ქვეყანას, რომელიც დგას, როგორც საშინაო, აგრეთვე, რეგიონული მასშტაბის გამოწვევების წინაშე, მწყობრი საგარეო კურსის გატარება სასიცოცხლოდ სჭირდება. საქართველოს, საკონსტიტუციო ვალდებულებად აქვს ქცეული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ, მიღებულ იქნას ყველა ზომა, ქვეყნის, ევროპის კავშირსა და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, საგრძნობლად შეიცვალა და განსაკუთრებით, მჭიდრო ეკონომიკური ხასიათ ის დაახლოების ტენდენციით ხასიათდება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, რაც გასულ წელს, ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაგვირგვინდა. ერთი მხრივ, სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ და მეორე მხრივ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში დასახელებულ, გლობალური პრიორიტეტებისა და საფრთხეების ერთ-ერთ მთავარ აქტორთან – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ქმნის მრავალწახნაგოვან სურათს, ქართული სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორების შესახებ.


 

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, ჩინეთი, აშშ, ევროკავშირი, ეკონომიკური პარტნიორობა
გამოქვეყნებული: Dec 29, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება