იეზუიტების ორდენი და ეკონომიკა

Main Article Content

ნანა ციხისთავი
თამარ კოპალეიშვილი

ანოტაცია

ქრისტიანობის გავრცელების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ექსპერიმენტად კოლონიალიზმის პერიოდში იეზუიტების ორდენის მიერ ინდიელების „დასაცავად“ შექმნილი დასახლებები, ე.წ. რედუქციები შეიძლება დასახელდეს. ხშირად მას იეზუიტების სახელმწიფოდაც მოიხსენიებენ, რომელიც 30 მსხვილ დასახლებას აერთიანებდა დღევანდელი პარაგვაის, ურუგვაისა და არგენტინის ტერიტორიებზე. რეგიონის განვითარების პერიოდში აქ დაახლოებით 140 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოგვიანებით, დასახლებები ჩნდება პერუში და ბოლივიის ტერიტორიაზე. 1767 წელს 70 ასეთი დასახლება იყო და მათში 200 000 ადამიანი ცხოვრობდა, ამავე წელს განდევნეს იეზუიტები და რედუქციამ თავისი არსებობა შეწყვიტა.

საკვანძო სიტყვები:
კათოლიკები, იეზუიტები, ორდენი, რედუქცია, ლათინური ამერიკა, პარაგვაი, ინდიელები
გამოქვეყნებული: Dec 29, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება