ციფრული მარკეტინგული საკომუნიკაციო კამპანიისა და ბრიფის მნიშვნელობა ონლაინ ბიზნესისთვის
საკვანძო სიტყვები:
ციფრული, მარკეტინგული, საკომუნიკაციო, კამპანია, სტრატეგია, ბრიფი, კომპანიაანოტაცია
ციფრული მარკეტინგული საკომუნიკაციო კამპანია მოიცავს იმ სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია გარკვეული პროდუქტის, ბრენდის ან სერვისის სტიმულირებაზე, მათ მიმართ ცნობადობის ამაღლებაზე, საიმიჯო პარამეტრების ცვლილებაზე, ინტერესის გაღვივებასა და ონლაინ ბიზნესისთვის საჭირო სხვა მიზნების შესრულებაზე.
კამპანია წარმოადგენს ბიზნესის წინაშე არსებული საკომუნიკაციო ამოცანების, ასევე გამოწვევების კომპლექსური და თანმიმდევრული გადაწყვეტის გზას. მისი საშუალებით შესაძლებელია სამიზნე ჯგუფს მიეწოდოს დაგეგმილი და კარგად გათვლილი კონტენტი, რომელიც პასუხობს ონლაინ ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებს.
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია: ციფრულ მარკეტინგულ საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობისას გადასადგმელი ნაბიჯები. ასევე წარმოჩენილია ბრიფის მნიშვნელობა; შემოთავაზებულია რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, სანამ სოციალური ქსელების კონტენტზე დაიწყებენ მუშაობას. საბოლოოდ კი ჩამოყალიბებულია დასკვნა.