ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და პერ­სო­ნა­ლის მარ­თვა სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში

Main Article Content

მუ­რად ფა­ხუ­რი­ძე

ანოტაცია

ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის რო­ლი დი­დია და მდგო­მა­რე­ობს ახ­ა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის, გა­და­მუ­შა­ვე­ბის, გავრ­ცე­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­ში. მე­ნეჯ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ეტ­აპ­ზე მოხ­და რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია, რა­მაც გა­მო­იწ­ვია კარ­დინ­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, აღ­ნიშ­ნულ­მა გა­რე­მო­ებ­ებ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მის­ცა სტი­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შექ­მნის, გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­და­ცე­მის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და შექ­მნა­ში. გაძ­ლი­ერ­და სა­მეც­ნი­ე­რო ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ის რო­ლი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ად­ამ­ი­ან­უ­რი რე­სურ­სის მე­ნეჯ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის კუთ­ხით. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ყო­ველ­წლი­ურ­ად ვი­თარ­დე­ბა და უფ­რო და უფ­რო აღ­წევს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტში. დღე­ვან­დელ რე­ალ­ობ­ა­ში პერ­სო­ნა­ლის მარ­თვა­ში იზ­ოლ­ირ­ებ­ულ­ად სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აძ­ლევს პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნეჯ­მენ­ტში სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის უმ­ეტ­ეს­ო­ბა პერ­სო­ნა­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის პრო­ცე­სის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ას ახ­ორ­ცი­ელ­ებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ი­სა და სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ნაშ­რომ­ში გა­ნი­ხი­ლუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლის მარ­თვა­ში, რაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას იყ­ოს ყო­ველ­თვის ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ და უს­წრებ­დეს მის კონ­კუ­რენ­ტებს, რომ­ლებ­საც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პერ­სო­ნა­ლის მარ­თვა­ში ნერ­გავ­დნენ აქ­ტი­ვო­ბებს. დღე­ვან­დელ რე­ალ­ობ­ა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა დი­დია და მდგო­მა­რე­ობს იმ­ა­ში, რომ იგი ახ­დენს მე­ნეჯ­მენ­ტის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, ზრდის მიზ­ნის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ას­ე­ვე აქვს იმ­ის უპ­ირ­ატ­ეს­ო­ბა, რომ ამ­ცი­რებს ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს და ზრდის ხა­რისხს, ამ ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გად ვი­ღებთ: კად­რე­ბის დე­ნა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას, შრო­მის პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ის ზრდას, ეფ­ექ­ტუ­რო­ბას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბი, კომ­პა­ნი­ას ეხ­მა­რე­ბა ხელ­ფა­სე­ბის გა­მოთ­ვლა­ში, დაქ­ვით­ვე­ბის, და­რიც­ხვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი არ­ით­მე­ტი­კუ­ლი შეც­დო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს საკ­მა­ოდ დი­დი დი­აპ­აზ­ო­ნი სა­შუ­ალ­ე­ბა აქვს, მას შე­უძ­ლია გან­ჭვრი­ტოს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ყვე­ლა შე­საძ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

საკვანძო სიტყვები:
ად­ამ­ი­ან­უ­რი რე­სურ­სი, მარ­თვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი, ტექ­ნო­ლო­გია
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება