კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პროგნოზირების პრობლემა მსოფლიოსთვის

Main Article Content

აკაკი გაბელაია

ანოტაცია

როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდში კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელება სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად იქცა მთელი მსოფლიოსთვის. საკმარისია იმის თქმაც, რომ იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 2020 წლის 11 მარტს, პანდემიად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, გასაგებია თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ენიჭებოდეს მისი გავრცელების პროგნოზირებისპრობლემას. მოცემული ნაშრომი ეძღვნება ამ მხრივ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის გამოცდილებას და შედეგებს.


გარკვეულობისათვის უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ პროგნოზირების თვალსაზრისით განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების ისეთი ძირითადი მაჩვენებლები, როგორიცაა ინფიცირების საერთო შემთხვევათა რაოდენობა (მსოფლიოში) მიმდინარე მომენტისათვის (total cases) და აქტიური შემთხვევების რაოდენობა მიმდინარე მომენტისათვის (active cases). ამ მაჩვენებლების პროგნოზული შეფასებები ჩვენ მიერ ნაპოვნი იყო 13 თებერვლიდან დაწყებული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდიდან დაწყებული ვირუსი (რომელიც თავ-
დაპირველად ჩინეთში გავრცელდა) მოედო მთელ მსოფლიოს, ანუ დრამატულად შეიცვალა მისი გავრცელების არეალი და, გარდა ამისა, ჩვენ მიერ პროგნოზირებისთვის გამოყენებულ მოდელთა უმრავლესობა ატარებდა მოკლევადინ ხასიათს, აუცილებელი გახდა ჩვენი პროგნოზული შეფასებების პერიოდული კორექტირება. ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად ჩვენ მიერ ნაპოვნი პროგნოზული შეფასებები (რომელიც ძირითადად ჩინეთში ვირუსის გავრცელების მონაცემებს ეყრდნობოდა) აღმოჩნდა საკმაოდ ზუსტი. კერძოდ, ჩვენი პროგნოზის თანახმად, მარტის ბოლოსთვის ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ უნდა გასცდენოდა 85000-ს, რეალურად კი ამ მაჩვენებელმა ჩინეთში (რომელმაც ეს ვირუსი ფაქტობრივად უკვე დამარცხა!), 21 მარტის მდგომარეობით, 81008 შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:
კორონავირუსი, პროგნოზირება, პროგნოზირების მოდელები, პროგნოზული შეფასების სიზუსტე
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები