ორგანიზაციის ანტიკრიზისული სტრატეგიული მართვის ეფექტიანობის კრიტერიუმები COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შპს "ახალი უმაღლესი სასწავლებლის" მაგალითზე

Main Article Content

ასმათ შამუგია
ქეთევან კვიცარიძე

ანოტაცია

XXI საუკუნის გამოწვევები გვაიძულებს ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, აღვიქვამდეთ და ვაკონტროლებდეთ სწრაფად ცვალებად გარემოს და სწორად ვრეაგირებდეთ მასში მიმდინარე პროცესებზე.


თანამედროვე სამყაროში, გახსნილ და გლობალური ხასიათის საინფორმაციო სივრცეში, სადაც აზრებისა და იდეების მუდმივი და მრავალფეროვანი გაცვლა მიმდინარეობს, იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვები და კრიტიკული კონტენტი საკმაოდ ხშირია, ყველა ტიპის ორგანიზაცია მოწყვლადია ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების მიმართ, რაც, რასაკვირველია, მათ რეპუტაციას და საქმიან იმიჯს აზიანებს.


წინამდებარე კვლევის მიზანია, თანამედროვე ეტაპზე კომპანიის ანტიკრიზისული სტრატეგიული მართვის ეფექტიანობის კრიტერიუმების გააანალიზება და შემდგომი განვითარების გზების ძიება. კვლევის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული და უცხოელი მეცნიერების შესაბამისი პრობლემების მკვლევრების შრომები, სტატიები, ნორმატიული აქტები, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაშრომები, ყოველწლიური სპეციალური ჟურნალებისა და ბეჭდვითი მედიის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი მასალები, პუბლიკაციები, ინტერნეტრესურსები, სადაც ასახულია განვითარებული და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი და შეფასება.


მოცემულ ნაშრომში გამოკვეთილია რისკ -მენეჯმენტის ფუნქციები, მიგნებულია თანამედროვე ეტაპზე კომპანიის ანტიკრიზისული სტრატეგიული მართვის დადებითი და უარყოფითი ასპექტებისთვის; ასევე, დასკვნის სახით, ჩამოყალიბებულია ეფექტიანობის კრიტერიუმები გრძელვადიან პერსპექტივაში ზემოაღნიშნული პროცესების გასაუმჯობესებლად.


სტატიაში შემოთავაზებულია ორგანიზაციის ანტიკრიზისული მართვის პროცესის ეტაპები. კვლევის ობიექტია შპს „ახალი უმაღლესი სასწავლებლის“ ანტიკრიზისული სტრატეგიული მართვის ეფექტიანობის კრიტერიუმები. შესაბამისად, პრაქტიკული მაგალითის სახით წარმოდგენილია ამ ინოვაციური, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური პასუხისმგებლობა Covid-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ.

საკვანძო სიტყვები:
ანტიკრიზისული, სტრატეგიული, მართვა, ორგანიზაცია
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები