სახელმწიფოს მიერ დემოკრატიის დაცვა კოვიდ პანდემიის დროს ქვემო-ქართლის რეგიონში
Main Article Content
ანოტაცია
მთავარი მიზეზი, რატომაც შევეცადე მემსჯელა იმ საკითხზე, დაიცვა თუ არა სახელმწიფომ დემოკრატია და ინფორმირებულობა ქვემო ქართლის რეგიონში იყო ის, რომ სრულიად ნათელი აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ამ სკითხის ვერ უზრუნველყოფა. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სახის სისუტეები გამოვლინდა ამ რეგიონში: სტრუქტურული უმუშევრობისადა სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები, ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის არარსებობა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი დონე, რაც გახდა მთავარი მიზეზი CoVid-19 პანდემიური სიტუაციების დაძაბვის დროს, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და რეგიონული მედია, პროფესიული განათლების და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დაბალი დონე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ენის უცოდინრობა და მათი სუსტი ინტეგრაცია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საავადმყოფოებისა და საწოლების არასაკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალის არაადეკვატური კვალიფიკაცია, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის შეზღუდული ხელმისაწვდომობაყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტების მისაღებად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.