COVID-19 და საერთაშორისო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
საკვლევი თემის აქტუალობა განპირობებულია თავად წარმოდგენილი პრობლემის გლობალური კონტექსტით. COVID-19-საგან მომავალმა საფრთხემ მსოფლიო საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა. გლობალურმა ეპიდემიამ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული მრავალი პრობლემა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი, ისევე როგორც სხვა გლობალური პანდემიები, უწინარეს ყოვლისა, სამედიცინო პრობლემაა, ამ ეტაპზე მას უკვე აქვს მსოფლიოს 190 – ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკაზე აშკარად გამოხატული უარყოფითი ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, მსოფლიო დადგა ახალი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე, რაც აუცილებლად აისახება მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე დღის წესრიგზეც.
ნაშრომის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის გლობალური პანდემიის პოლიტიკური გამოწვევებისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ და ახალი პოლიტიკური რეალობის კონტექსტში გამოკვეთიოს მულტილატერალისტული და უნილატერალისტული მიდგომები, რომელთა ანალიზიც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სურათის შექმნის საშუალებას იძლევა მოცემული პრობლემის შესახებ.
საკვლევი თემის ამოცანაა COVID-19-ის ანატომიისა და ახალი მსოფლიო წესრიგის თანამედროვე გამოწვევებს შორის მიზეზ შედეგობრივი კავშირის წარმოჩენა და კვლევა, რაც დაგვეხმარება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ადექვატურ აღქმასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი მოდელის ძიებაში, რომელიც შეძლებს ახალი გლობალური რისკების თავიდან აცილებასა და წინააღმდეგობის გაწევას, სტატიაში მოცემულისა ავტორისეული დასკვნები COVID-19-ის გლობალური კრიზისის მართვის ეფექტური მენეჯმენტის შექმნისა და საერთაშორისო მიდგომების რადიკალურად შეცვლის აუცილებლობის თანაფარდობის შესახებ.