შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი

Main Article Content

ავთანდილ ლაფაჩი

ანოტაცია

საქართველო ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს თავისი მრავალფეროვანი და შეუდარებელი ბუნებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, დამახასიათებელი ტრადიციებით და ა.შ. შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი, ჩვეულებრივ, მხარეში შემავალი ოთხი მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიული თუ რელიგიური ღირებულების მქონე ძეგლების სიმრავლეს უკავშირდება. ბოლო წლის დინამიკის მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების ნაკადები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც დადებითი ტენდენციაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ვიზიტორია და არა ტურისტი.


ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის მატების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, ზოგადად ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მსოფლიოს წამყვან მედიაში და სხვ. ზოგადად, რეგიონს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თუმცა საჭიროა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარება და შეთავაზება. რეგიონში
შესაძლებელია განვითარდეს სამკურნალო ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი, აქტიური და ექსტრემალური ტურიზმი.

საკვანძო სიტყვები:
ვიზიტორი, ტურისტი, ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის სახეები, ტურისტული სანახაობები
გამოქვეყნებული: Jul 18, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება