მართვა და ადმინისტრირება სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებში

Main Article Content

მურად ფახურიძე

ანოტაცია

საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ მენეჯმენტის მნიშვნელო ბის იგნორირება იწვევს პერსონალთან მუშაობის პრობლემას საგანმანათლებლო ორგანიზაციებში; აღინიშნება, რომ ეს პრობლემა მოტივაციური და ორგანიზაციული ხასიათისაა, ისინი დაკავშირებულია ორგანიზაციაში შრომის ცვლილებების უარყოფასთან, არაკომპეტენტურობასთან, უპასუხისმგებლობასთან, აქტივობებში მონაწილეთა ინიციატივის ნაკლებობასთან, კომპანიის არაპროდუქტიულობასთან და შიდა ორგანიზაციულ კონფლიქტებთან. ბევრი ექსპერტი აქტიურად საუბრობს ამ მწვავე და აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რაც მდგომარეობს მენეჯმენტის ხედვაში, ადამიანური რესურსის მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


საგანმანათლებლო სტანდარტის კონტექსტში მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა არის საგანმანათლებლო კავშირების მონაწილეების გადაქცევა აქტორთა საზოგადოებად, რათა აქტიურად ჩაერთონ ახალი საგანმანათლებლო სტანდარ ტის შემუშავება-განხორციელებაში, ექნებათ მოტივაცია შედეგის მისაღწევად, რომელიც იქნება მათთვის სოციალურად და პიროვნულად მნიშვნელოვანი. სტატიაში განმარტებულია ის გარემოება, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში პრიორიტეტი ენიჭება პერსონალზე ორიენტირებულ მენეჯმენტს, მათ ჩართვას საერთო ორგანიზაციულ საქმიანობაში, აქტიური პროცესის წარმოება მათი ურთიერთდამოკიდებულებების, პოზიციების, მსოფლმხედველობა, ინტერესების, პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბებაში, მოტივირება და ფოკუსირება ორგანიზაციის მიზნის მიღწევაზე.

საკვანძო სიტყვები:
ორგანიზაციული კულტურა, მოტივაცია, ადამიანური რესურსი, განათლების ადმინისტრირება, მენეჯმენტი
გამოქვეყნებული: Jul 18, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება